ზოგადი წესები:
1.1. გატაცება დაშვებულია 12:00'დან - 00:00'მდე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: ძარცვა დაშვებულია ნებისმიერ დროს.
1.1.1. გატაცება/ძარცვის დროს გამოყენებული და დაცული უნდა იყოს სერვერის ზოგადი წესები. | სპეც.ციხე 60 წუთი.
1.2. აკრძალულია მწვანე ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე, მწვანე ზონაში, სახლთან, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,სამუშაოებზე, სახელმწიფო ორგანიზაციების, კრიმინალური ორგანიზაციების ბანდის და ოჯახის ტერიტორიაზე ძარცვა/გატაცება.
განმარტება: მწვანე ზონიდან მოთამაშის მოტყუებით გამოყვანა შემდეგ გატაცება/გაძარცვა აკრძალულია. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.3. კრიმინალური ორგანიზაციების/ოჯახების ყველა გატაცება/გაძარცვა უნდა განხორციელდეს ფრაქციის/ოჯახის მანქანით. | სპეც.ციხე 90 წუთი.
დაზუსტება: აკრძალულია პირადი ავტომობილის გამოყენება.
1.3.1. აკრძალულია მოთამაშის გაძარცვა ინტერიერში. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: ინტერიერში მოიაზრება ნებისმიერი მაღაზიის ან ფრაქციის შიდა ინტერიერები რომლებიც მდებარეობს მწვანე ზონაში.
1.3.2. აკრძალულია მოთამაშის გატაცება ინტერიერიდან. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: ინტერიერში მოიაზრება ნებისმიერი მაღაზიის ან ფრაქციის შიდა ინტერიერები რომლებიც მდებარეობს მწვანე ზონაში.
1.4. აკრძალულია 6-ზე მეტი ადამიანის გატაცება/გაძარცვა ერთდროულად. | სპეც.ციხე 60 წუთი.
შენიშვნა: 1-ზე მეტი ადამიანის გატაცებისას, შემდეგი გატაცებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 15 წუთი.
1.5. გატაცება/გაძარცვის დროს სავალდებულოა, რომ იყოს მსხვერპლზე ორჯერ მეტი მძარცველი/გამტაცებელი. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
1.6. აკრძალულია გატაცება/გაძარცვა ცეცხლსასროლი იარაღის/ნიღბის გარეშე. | სპეც.ციხე 90 წუთი.
1.7. გატაცება/გაძარცვა დასაშვებია მხოლოდ კრიმინალური ორგანიზაციის/ოჯახის წევრებისთვის. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.8. აკრძალულია მსხვერპლის მოკვლა IC მიზეზის გარეშე.
განმარტება: IC მიზეზად ითვლება: დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა, მიუღებელი ქცევა, მსხვერპლის მხრიდან სახელმწიფო სტუქტურის გაფრთხილება და დამნაშავის ამოცნობა.
შენიშვნა: აკრძალულია ნიღბის მოხსნა, ამით თქვენი ვინაობის გამჟღავნება და შემდეგ მოკვლა. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.9. აკრძალულია სპეციალური თანამშრომლების გამოძახება: ტაქსი / EMS / სამართალდამცავი ორგანოები და ა.შ.. რეკლამის გაგზავნა Weazel News-ში გატაცება/ძარცვისთვის. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.10. აკრძალულია მსხვერპლისგან სახელმწიფო ტალღის მოთხოვნა. | გაფრთხილება.
გამონაკლისი: Weazel News-ის ლიდერის / მოადგილის გატაცება.
1.11. გატაცება/ძარცვის მსხვერპლს ეკრძალება ნებისმიერი OOC ინფორმაციის გამოყენება რათა გამოიძახოს დახმარება. | გაფრთხილება.
1.12. აკრძალულია მსხვერპლის ნებისმიერი სახით უხეში/სექსუალური/პიროვნული დამცირების მცდელობა. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
მაგალითი: დაშვებულია, მხოლოდ და მხოლოდ მოითხოვოთ ანიმაცია "ხელები თავზე" მსხვერპლის ძარცვა/გატაცების დროს. აკრძალულია სიმღერის იძულება, ამორალური სიტყვების თქმის მოთხოვნა (მონა, ქათამი, და სხვა), ხმების იმიტირების გაკეთება, ლექსის მოყოლა, მოითხოვოთ ანიმაციის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება გატაცება/ძარცვის სიტუაციას.
დაზუსტება: დაშვებულია, რომ აყვიროთ მოთამაშე მაგრამ აკრძალულია, რომ აყვიროთ შეურაწმყოფელი/დამამცირებელი ხასიატის სიტყვები. ბოდიშის მოხდა, ფრაქციის/ოჯახის სახელის თქმის მოთხოვნა არ გადის პიროვნულ დამცირებაში.
1.13. გატაცების/ძარცვის დროს მსხვერპლთან დაშვებულია მხოლოდ ფუნქციური ქმედებები. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.14. აკრძალულია ერთობლივი გატაცება/ძარცვა ნეიტრალური ან მტრული დიპლომატიის გამოყენებით. | სპეც.ციხე 60 წუთი ყველა მოთამაშეს / გაფრთხილება ლიდერს.
1.15. დაშვებულია მძევლის სანაცვლოდ მწვანე კორიდორის მოთხოვნა 750 მეტრის მანძილზე.
1.16. აკრძალულია ნებისმიერი OOC ინფორმაციით/გზით მოთამაშის ძარცვა/გატაცება. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: აკრძალულია ერთმანეთთან შეთანხმება ძარცვა/გატაცების სიტუაციის გასათამაშებლად. ამ შემთხვევაში დაისჯება როგორც გამტაცებელი მხარე ასევე გატაცებული პირიც.
1.17. გატაცებისას ინფორმაციის გამოძალვა უნდა ეფუძნებოდეს ფსიქოლოგიური ზეწოლას, სხეულის დაზიანებას (მაგ. დანით კანის დაკაწვრა, კიდურის მოჭრა და ა.შ.) ინფორმაციის გამოთხოვნა არ შეიძლება განხორციელდეს /Do-ჩატით.
მაგალითად: /do იმყოფება თუ არა ჩემს წინ მდგომი ინდივიდი კრიმინალურ დაჯგუფებაში?"
შენიშვნა: /do ჩატის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებაზე დაფუძნებული კითხვების დასმა დაუშვებელია გატაცების სიტუაციებში, განსაკუთრებით იმ ინფორმაციის შესახებ რაც მხოლოდ მეორე მოთამაშის IC გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. | სპეც.ციხე 60 წუთი + გაფრთხილება.
1.18. EMS ერთ თანამშრომელს აქვს უფლება შეყვეს მომლაპარაკებეელს და შეამოწმოს მძევლების ჯანმრთელობა
1.19. აკრძალულია ტერორისტული აქტის გაგრძელება, როცა გამოსასყიდის მხარე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ამ შემთხვევაში მალევე უნდა დატოვოთ ტერიტორია მოთხოვნების მიღების შემდეგ. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
1.20. მოთხოვნების შესრულების შემდეგ მალე უნდა დატოვოთ ტერიტორია თუ ცეცხლის გახსნა მოგიწევთ არ შეიძლება მოწინამღდეგე მხარის გაცოცხლება გაძარცვა. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.21. ადეკვატური მოთხოვნების შემთხვევაში, თუ დაიწყო გამოსყიდვის მხარემ მოთხოვნების შესრულება აკრძალულია ცეცხლის გახსნა გამოსყიდვის მხარის მიმართულებით. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხიელბა.
განმარტება: გამოსყიდვის მხარემ თუ დაიწყო მოთხოვნების შესრულება ადეკვატური მოთხოვნების საფუძველზე გეკრძალებათ სროლის წამოწყება უნდა მიყვეთ რპ სიტუაციას და მოთხოვნების დასრულების შემდეგ დატოვოთ ტერიორია.
1.22. აკრძალულია მოთამაშეების ძარცვა/გატაცება ხალხმარავალ ადგილებში. | სპეც.ციხე 60 წუთი.
1.23. აკრძალულია მსხვერპლს აიძულო, გაყიდოს/გადმოგცეს ნებისმიერი სახის ქონება. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.24. PG'ს წესის დარღვევა გატაცების პროცესსში მსხვერპლის მხრიდან შესაძლოა ჩაითვალოს RP სიტყვაციიდან თავის არიდება. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
1.25. აკრძალულია მსხვერპლის იძულება გამოიყენოს ფრაქციის/დეპარტამენტის რაცია. | სპეც.ციხე 60 წუთი.
განმარტება: დაშვებულია ფრაქციის/დეპარტამენტის რაციის გამოყენება მოლაპარაკების წაყვანის მიზნით/მოთხოვნების წარსადგენად.
ძარცვის წესები:
2.1. აკრძალულია მოთამაშის გაძარცვა RP სიტუაციის გათამაშების გარეშე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: სავალდებულოა, რომ მოთამაშის ძარცვისას სრულფასოვნად იყოს RP სიტუაცია გათამაშებული.
2.1.1. აკრძალულია ხმოვან ჩატში /Me და /Do ატიგროვკების გათამაშება ძარცვის დროს. | სპეც.ციხე 60 წუთი.
2.1.2. აუცილებელია ძარცვისას მინიმუმ 4 მოქმედების გათამაშება /Me და /Do ჩატის გამოყენებით. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
შენიშვნა: ფუნქციონალით გაგზავნილი შეტყობინება ჩატში არ ითვლება RP გათამაშებად.
2.2. აკრძალულია უძრავი ქონების/ტრანსპორტის/ფულის ბანკის ანგარიშიდან გამოტანა/ტანსაცმლის მოთხოვნა. | BAN 3 დღე.
2.3. მძარცველების მინიმალური რაოდენობა ძარცვის დროს უნდა იყოს 2 ადამიანი. | სპეც.ციხე 60 წუთი.
განმარტება: მსხვერპლზე ორჯერ მეტი მძარცველი უნდა იყოს.
2.4. მძარცველების მინიმალური რაოდენობა მანქანაში მყოფი მსხვერპლის გასაჩერებლად არის 4 ადამიანი და 2 მანქანა/მოტოციკლი. | სპეც.ციხე 60 წუთი.
დაზუსტება: ფეხით მოსიარულეს ან ორბორბლიანი/ოთხბორბლანი სატრანსპორტო საშუალების გაძარცვის მიზნით დასაშვებია 1 მანქანისა და 2 მძარცველის გამოყენება. ტრაილერის მძღოლის გაძარცვისთვის საჭიროა არანაკლებ ორი მანქანისა და სულ მცირე ოთხი მძარცველის გამოყენება.
განმარტება: ტრანსპორტის მძღოლის ძარცვა იწყება მძარცველების მიერ სიტყვებით „გააჩერე მანქანა, ეს ყაჩაღობაა“. ამ ქმედებების შემდეგ, ნებადართულია სროლა მსხვერპლის მანქანაზე, მსხვერპლმა უნდა გააჩეროს თავისი მანქანა კუთხეში მოქცევის შემთხვევაში და გააგრძელოს RP სიტუაცია. RP-ის სიტუაცია მთავრდება, როდესაც საბოლოოდ გაგრძარცვავენმ ის თავისუფალია.
2.4.1. მოტოციკლით სამგზავრო მანქანის ძარცვა ხორციელდება მინიმუმ 2 მოტოციკლის დახმარებით. | სპეც.ციხე 60 წუთი.
გამონაკლისი: მძიმე სატრანსპორტო საშუალების (სატვირთო მანქანა) ძარცვა ხორციელდება მინიმუმ 4 მოტოციკლის დახმარებით. | სპეც.ციხე 60 წუთი.
2.4.2. პირთა ჯგუფის მიერ ძარცვის შემთხვევაში ძარცვას ახორციელებს მხოლოდ 1 ადამიანი, განმეორებითი ყაჩაღობა აკრძალულია. | გაფრთხილება.
2.5. ძარცვა/გატაცება დაშვებულია მხოლოდ კრიმინალური ორგანიზაციის/ოჯახის წევრებისთვის. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
2.6. აკრძალულია სპეციალური თანამშრომლების გამოძახება, მაგალითად: ტაქსი, რეკლამა Weazel News-ში, დარეკვა და ა.შ. ძარცვის/გატაცების მიზნით. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
2.7. ყაჩაღობის დროს დაშვებულია მხოლოდ შემდეგი ნივთების აღება: ცეცხლსასროლი იარაღის/დანის, ვაზნების, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, ბრონისა და არალეგალური ფულის აღება. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება + აითემის ჩამორთმევა.
2.7.1. ძარცვისას აკრძალულია, ნებისმიერი სახის ნივთის/თანხის ჩამორთმევა ფუნქციონალის გვერდის ავლით.
მაგალითად: ანგარიშიდან თანხის გადმორიცხვის იძულება. ტანსაცმლის დაგდების იძულება.
2.8. ყაჩაღობის შემდეგ აკრძალულია მსხვერპლის მოკვლა IC-ის მიზეზის გარეშე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: IC მიზეზად ითვლება: დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა, მიუღებელი ქცევა, მსხვერპლის მხრიდან სახელმწიფო სტუქტურის გაფრთხილება და დამნაშავის ამოცნობა.
შენიშვნა: აკრძალულია ნიღბის მოხსნა, ამით თქვენი ვინაობის გამჟღავნება და შემდეგ მოკვლა.
2.9. ბანდის/ოჯახის სტატუსის მქონე პირებისთვის მსხვერპლის გაძარცვა დაშვებულია მხოლოდ შესაბამისი ფუნქციონალის დახმარებით. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: აკრძალულია ფუნქციონალისთვის თავის არიდება.
2.10. აკრძალულია დანოკილი მოთამაშის გაძარცვა. | სპეც.ციხე 90 წუთი.
გატაცების წესები:
3.1. მოთამაშის გატაცება დაშვებულია 12:00'დან - 00:00'მდე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: ძარცვა დაშვებულია ნებისმიერ დროს.
3.2. გამტაცებელთა მინიმალური რაოდენობაა 2. | სპეც.ციხე 60 წუთი.
განმარტება: 2 გამტაცებელი 1 მსხვერპლზე, 4 გამტაცებელი 2 მსხვერპლზე, 6 გამტაცებელი 3 მსხვერპლზე, 8 გამტაცებელი 4 მსხვერპლზე, მსხვერპლთა მაქსიმალური რაოდენობა 4.
3.2.1. დასაშვებია ლიდერის და მისი მოადგილის გატაცება ფულის მოთხოვნის მიზნით. მოთამაშის გატაცებისას, გამტაცებელმა მხარემ უნდა დააყენოს კონკრეტული მოთხოვნები, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებში.
- ჩვეულებრივი მოქალაქე: 60.000$
- სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი : 90.000$
- LSPD/FIB/ARMY/Weazel News ლიდერები 500.000$ / მოადგილეები 250.000$
- LSPD-20 Carabine Rifle MK2 ლიდერი / 10 Carabine Rifle MK2 მოადგილე
- FIB-20 Bullpump Rifle MK2 ლიდერი / 10 Bullpump Rifle MK2 მოადგილე
- ARMY-20 Assult Shootgan ლიდერი / 10 Assult Shootgan მოადგილე
- GOV-ის ლიდერი 600.000$ / მოადგილე 300.000$
- EMS-ის ლიდერი 150 მედიკამენტი / მოადგილე 75 მედიკამენტი
განმარტება: აღნიშნულ მოთხოვნებში გაწერილი მოთხოვნების მიხედვით კრიმინალურ დაჯგუფებას/ოჯახს შეუძლია მოითხოვოს როგორც თანხა ასევე იარაღები ორივე ერთად თუ აღნიშნული პირი არის გატაცებული. თანხის და იარაღების გადაცემა ხდება გათამაშებით, შეგიძლიათ სწორი გათამაშებებით ჩანთით ან რაიმე სახით მიუტანოთ მოთხოვნილი თანხა და იარაღები და წარმატებით დასრუელბის შემთხვევაში ადმინსიტრაცია გადასცემს აღნიშნულ თანხა იარღებს. - Weazel News-ის ლიდერი და მოადგილე / სახელმწიფო ტალღის გამოყენება ყველანაირი ნორმის და სერვერის წესების დაცვით.
კრიმინალური ფრაქციის ლიდერი / მოადგილე: - The Families / Los Santos Vagos / Bloods Street / The Ballas / Marabunta Grande ლიდერები 300.000$ / მოადგილეები 150.000$
ოჯახის ლიდერი / მოადგილე: - ოჯახის ლიდერი - 300.000$
- ოჯახის ლიდერის მოადგილე - 150.000$
3.3. ერთ კრიმინალურ ორგანიზაციას/ოჯახს შეუძლია დღეში ორი გატაცების ორგანიზება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით. | სპეც.ციხე 90 წუთი.
განმარტება: ერთი პირის გატაცებიდან უნდა გავიდეს 1 საათი.
დაზუსტება: ეს წესი ვრცელდება მხოლოდ გამოსყიდვის რპ სიტუაციაზე, ჩვეულებრივი მოქალაქეების გატაცება დაშვებულია დღეში 15 ადამიანი.
3.4. აკრძალულია მსხვერპლის გაჩერება ნებისმიერი ბანდის/ოჯახის რესპზე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
გამონაკლისი: მოთამაშის გატაცების დროს მხოლოდ არაოფიციალური ფრაქციის წევრებს შეუძლიათ მსხვერპლის თავიანთი კრიმინალურ სინდიკატის რესპზე აყვანა და დაყოვნება.
3.5. გატაცების მთლიანი პროცესი უნდა იყოს ჩაწერილი ვიდეოზე. | სპეც.ციხე 90 წუთი ყველა მონაწილეს + სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ვიდეო ჩანაწერის არარსებობა აბრუნებს სიტუაციას მსხვერპლის მიმართ გატაცების პროცესის დაწყების თავდაპირველ მომენტში.
შენიშვნა: ვიდეო ჩანაწერი უნდა იყოს შენახული 72 საათის განმავლობაში, ვიდეოს მინიმალური ხარისხი უნდა იყოს 720p, ვიდეო ჩანაწერში კარგად უნდა ისმოდეს თამაშის ხმა და ავტორის.
3.6. მძევლის სანაცვლოდ გამოსასყიდის მიღების შემდეგ ის უნდა გაანთავისუფლოთ 5 წუთის განმავლობაში ან გატაცების ადგილის დატოვებამდე. | სპეც.ციხე 60 წუთი ყველა მონაწილეს.
გამონაკლისი: ნებადართულია ერთი მძევლის თან წაყვანა. მაგრამ ისინი უნდა გაანთავისუფლოთ მწვანე დერეფნის დასრულებამდე.
3.7. აკრძალულია მომლაპარაკებლის მძევლად აყვანა. | გაფრთხილება.
3.8. დაშვებულია მხოლოდ ერთი IC გაერთიანება. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
დაზუსტება: ერთობლივი გატაცება გაერთიანებით ითვლება ყველა მონაწილე ორგანიზაციისთვის ერთ გატაცებად.
3.9. გამომსყიდველი მხარე ვალდებულია ერთხელ მაინც გადაამოწმოს მძევლების ჯამრთელობა და რაოდენობა.
3.10. აკრძალულია გატაცების განზრახ გადადება. | სპეც.ციხე 60 წუთი ყველა მონაწილეზე.
3.11. აკრძალულია გამოსასყიდის მოთხოვნა 15 წუთზე ნაკლებ დროში.
3.12. მძევლების მიმართ შეურაცხყოფის/დამამცირებელი ქმედებების ბოროტად გამოყენება აკრძალულია. | სპეც.ციხე 90 წუთი.
გამონაკლისი: კიდურების/თითების მოკვეთა, სიტყვების ამოკვეთა სხეულზე.
დაზუსტება: სიტყვების ამოკვეთა სხეულზე არ უნდა შეიცავდეს შეურაწმყოფელ/დამამცირებელ სიტყვებს და უნდა იყოს სწორი RP გათამაშებით განხორციელებული.
3.13. გატაცების ხანგრძლივობა RP სიტუაციის დაწყებიდან შეიძლება იყოს მაქსიმუმ ერთი საათი. | სპეც.ციხე 60 წუთი.
გამონაკლისი: ორივე მხარის თანხმობა გაგრძელებაზე.
3.14. აკრძალულია ერთიდაიმავე ადამიანის გატაცება ერთზე მეტჯერ ყოველ 24 საათში. | სპეც.ციხე 90 წუთი.
გამონაკლისი: გატაცებული პირის თანხმობა.
3.15. მძევლის მდებარეობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამტაცებლები არ არიან გარშემორტყმული სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებით. | სპეც.ციხე 60 წუთი.
3.16. გატაცების დროს აკრძალულია NRD (Nonrp Drive) ყველა მონაწილისათვის. | სპეც.ციხე 60 წუთი.
დაზუსტება: მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების არსებობა მთაში მოძრაობის საშუალებას არ იძლევა. დასაშვებია მხოლოდ მცირე ბორცვები.
3.17. ოპერაციის მენეჯმენტს უპირველეს ყოვლისა FIB ახორციელებს, მათი არყოფნის შემთხვევაში უფლებამოსილება გადადის LSPD-ზე ხოლო LSPD’ს არ ყოფნის შემთხვევაში NG’ს ხელმძღვანელობას.
3.18. ფრაქციის ლიდერის ან მოადგილის გატაცების შემთხვევაში, გატაცებულმა უნდა შეინახოს საკუთარი თავის სრული ვიდეო ჩანაწერი გატაცების მომენტიდან. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
3.19. ორივე მხირდან აკრძალულია ცეცხლის გახნსა/ტერიტორიის დატოვება, თუ მომლაპარაკებელსა და გამტაცებლებს არ ჰქონიათ დიალოგი. | სპეც.ციხე 90 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: მომლაპარაკებელი ვალდებულია შეინახოს სრული ვიდეოჩანაწერი მოლაპარაკების ადგილზე. | გაფრთხილება.
3.20. კრიმინალური ორგანიზაციდან/ოჯახიდან თუ იქნება არაადეკვატური მოთხოვნები შეტაკების წამოწყება შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურას. | სპეც.ციხე 90 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: თუ მოთხოვნები არადეკვატურია ცეცხლის გახნსნა შეტაკების წამოწყება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურას კრიმინალურ ორგანიზაციას ეკრძალება პირველმა გახნას ცეცხლი.
3.21. აუცილებელია გატაცების დროს RP სიტუაციის სრულფასოვნად გათამაშება, გამოყენებული უნდა იყოს თოკი, ტომარა, ტრანსპორტი და სხვა შესაბამისი ატრიბუტიკა. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
3.22. აკრძალულია გატაცების წინასწარ OOC გზით შეთანხმება. | გაფრთხილება ყველა მონაწილეს.
3.23. აკრძალულია ნებისმიერი სახით NonRP Action ან სახელმწიფო სტრუქტურის პროვოცირება. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
მაგალითად: უაზრო ანიმაციების გამოყენება, პოლიციის ბეითი და ა.შ.
3.24. აკრძალულია გატაცებისას პერსონაჟის გარეგნობის შეცვლა. | BAN 3 დღე.
განმარტება: აკრძალულია თმის შეჭრა, შეღებვა, მაკიაჟის გაკეთება/მოშორება, ტატუების გაკეთება და ა.შ.
3.25. აკრძალულია მძევლის თან წაყვანა თუ ჯამში მონაწილეა ერთი მძევალი. | სპეც.ციხე 60 წუთი.
3.26. მოთხოვნების წაყენება ნებადართულია მხოლოდ ერთხელ და აღარ ექვემდებარება ცვლილებას. | ნებადართულია შტურმი.
გამონაკლისი: მომლაპარაკელმა აცნობა მოთხოვნის სირთულეზე ან ვერ შესრულებაზე. ნებადართულია შეთანხმებით ცვლილება.
3.27. აკრძალულია RP სიტუაციის მიზანმიმართულად გაწელვა. | სპეც.ციხე 60 წუთი + სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს + პროცესის გაუქმება და მძევლის განთავისუფლება.
3.28. CID აგენტებს და დეტექტივებს უფლება აქვთ არ გაამჟღავნონ ინფორმაცია სპეცოპერაციებზე, საქმეებზე ან თანამშრომლებზე.
3.29. ნებადართულია მსხვერპლისთვის 1'დან - 3'მდე კითხვის დასმა.
3.29.1. გამტაცებლები ვალდებულნი არიან წინასწარ შეატყობინონ მსხვერპლს დასასმელი კითხვების რაოდენობა.
3.30. აკრძალულია სექსუალური ხასიათის ძალადობით მუქარა. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
3.31. დაშვებულია მძევლის მოკვლა მხოლოდ მყარი IC მიზეზით. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: მყარი IC მიზეზებია: მოთხოვნების შეუსრულებლობა, შტურმის დაწყება, არასათანადო ქმედება, და სხვა.
მსხვერპლის წესები:
4.1. მანქანის მძღოლებს ეკრძალებათ განაგრძონ მოძრაობა, თუ გზა მთლიანად გადაკეტილია. | სპეც.ციხე 60 წუთი.
4.2. თუ მანქანას დიდი ხანი გაუხსნეს ცეცხლი და უფრო მეტი მძარცველი იყო, ვიდრე იმ მანქანაში რომელსაც მიზდევენ, მძღოლი უნდა გაჩერდეს. | სპეც.ციხე 90 წუთი.
4.3. მსხვერპლმა უნდა აჩვენოს ამ სიტუაციაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა ემოცია (შიში, შფოთვა და ა.შ.). | სპეც.ციხე 60'დან - 90 წუთამდე.
შენიშვნა: როლური ყვირილი, ტკივილი და ა.შ. შეიძლება გაკეთდეს როგორც ხმით, ასევე /Do ბრძანების გამოყენებით.
4.4. თუ ფრაქციის ლიდერი/მოადგილე/მინისტრი გაიტაცეს, მაშინ იგი ვალდებულია შეინახოს სრული ვიდეოჩანაწერი გატაცების მომენტიდან. | სპეც.ციხე 90 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ვიდეო ჩანაწერი უნდა იყოს შენახული 72 საათის განმავლობაში, ვიდეოს მინიმალური ხარისხია 720p, ვიდეო ჩანაწერში ნათლად უნდა ისმოდეს თამაშის ხმა და ავტორის.
4.5. კრძალულია გამტაცებლების მიმართ ნებისმიერი აქტიური/პასიური აგრესიის გამოვლენა. | სპეც.ციხე 90 წუთი.
განმარტება: შეურაცხყოფა, პროვოკაცია, ალოგიკური ქმედებები რომლებიც არ შეესაბამება მსხვერპლის IC როლს.
გამოსყიდვის მხარეს წესები:
5.1. გამოსასყიდი მხარე ვალდებულია შეასრულოს აგრესორების ყველა მოთხოვნა გასცეს გამოსასყიდი, მიცეს გაქცევის შესაძლებლობა და ა.შ. | სპეც.ციხე 90 წუთი + სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: აკრძალულია თავდასხმაზე გადასვლა თუ კი მოთხოვნები ადეკვატურია.
დაზუსტება: პატრულირების გაუქმება და მწვანე დერეფნის მოთხოვნა დაშვებულია მხოლოდ 20 წამით ან 750 მეტრამდე რადიუსში.
განმარტება: დროის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც გამტაცებლები დატოვებენ ადგილს, სადაც მოხდა გატაცება.
5.2.1. თავდასხმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძევლებს საფრთხე არ ემუქრებათ. | სპეც.ციხე 90 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს რომლის ფრაქციამაც წამოიწყო შეტევა.
გამონაკლისი: ცეცხლი გაიხსნა კოლონაზე/მოლაპარაკებაზე.
5.2.2. ნებადართულია თავდასხმა, თუ გამტაცებლების მოთხოვნები არაადეკვატურია.
- არაადეკვატური მოთხოვნების ჩამონათვალი:
- თუ გამტაცებლები ითხოვენ იმაზე მეტ გამოსასყიდს, ვიდრე ეს წესებითაა დადგენილი.
- თუ გამტაცებლებმა გასცეს უკვე ერთი მოთხოვნა რომლის შესრულებაც სახელმწიფო სტრუქტურამ დაიწყო და გამტაცებლებმა კიდევ
- დაამატეს წინა მოთხოვნას ახალი მოთხოვნები.
- ჯავშანტექნიკის/ვერტმფრენის და სხვა ჯავშანტექნიკის მოთხოვნა.
- „მწვანე დერეფნის“ პირობების დარღვევა.
- 3.12 პუნქტის დარღვევა ძარცვისა და გატაცების წესები.
- ანკესის, ჭიების ან სხვა არარეალური ნივთების მოთხოვნა.
მძევლის/მძევლების არასასიცოცხლო პირობებში ჩაყენება(მოჭრილი კიდური,ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება).
5.2.3. ნებადართულია თავდასხმა მომლაპარაკებლის მძევლად აყვანის ან მოკვლის შემთხვევაში.
5.2.4. აკრძალულია თავდასხმის დაწყება, თუ მომლაპარაკებელსა და დატყვევებულ მხარეს არ ჰქონია დიალოგი. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: ცეცხლი გაიხსნა კოლონაზე/მოლაპარაკებაზე.
შენიშვნა: კრიმინალურ ორგანიზაციას ეკრძალება მომლაპარაკებლის იგნორირება. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
5.3. ნებადართულია გამტაცებლის ძებნაში შეყვანა მასთან უშუალო კონტაქტის შემდეგ შეხვედრისას/დიალოგისას. | სპეც.ციხე 60 წუთი.
განმარტება: თუ პირს არ ეკეთა ნიღაბი.
5.4. გამოსასყიდი მხარე ვალდებულია აცნობოს გამტაცებელ მხარეს, რომ მათთან შედის მომლაპარაკებელი.
5.5. ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს მათი წამოყენებიდან არაუგვიანეს 30 წუთში.
Last edited: