- Joined
- Jan 25, 2026
- Messages
- 149
შედგენის ფორმატი:
მკაცრად სავალდებულოა სათაური იყოს ფორმატის მიხედვით:
დარღვევა | დამრღვევი | თქვენი_სახელი
მაგალითად: DB | 25 | Frank_Nova
მაგალითად: ზოგ.წეს 2.5 | 12 | Frank_Nova
დარღვევა | დამრღვევი | თქვენი_სახელი
მაგალითად: DB | 25 | Frank_Nova
მაგალითად: ზოგ.წეს 2.5 | 12 | Frank_Nova
შენიშვნა: საჩივრის ატვირთვის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებს ადმინისტრაციის მოტყუების შესახებ.
საჩივარია შესაძლოა რომ უარყოფილი იყოს შემდეგი მიზეზების გამო:
1.1. მტკიცებულებად მესამე პირის მასალის გამოყენება აკრძალულია მათი თანხმობის გარეშე.
1.2. საჩივრის შინაარსი და ვიდეოს სათაური უნდა იყოს პატივისცემის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან არასათანადო ენას.
1.3. საჩივრის წარდგენის ვადა არის 48 საათი დარღვევის მომენტიდან.
გამონაკლისი: თუ საჩივარი ეხება ჩეთის გამოყენებას (Cheating), წარდგენის ვადაა 7 დღე (168 საათი).
1.4. ვიდეო არ უნდა იყოს დამონტაჟებული (დაედიტებული).
1.5. ვიდეოში მკაფიოდ უნდა ისმოდეს თამაშის ხმები და ყველა მოთამაშის, მათ შორის ვიდეოს ავტორის, ხმა.
შენიშვნა: ეს წესი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც მოთამაშის ხმა აუცილებელია სიტუაციის შესაფასებლად.
1.6. ვიდეო უნდა აჩვენებდეს დარღვევის დასაწყისსა და დასასრულს.
მაგალითი: თუ საჩივარი ეხება DM-ს, ავტორმა უნდა წარადგინოს სრული ვიდეო იმის დასადგენად, მართლაც მოხდა თუ არა უსაფუძვლო მკვლელობა.
1.7. ადმინისტრატორს უფლება აქვს უარი თქვას საჩივარზე, თუ წარდგენილი მტკიცებულება არ არის საკმარისი დასასჯელად.
1.8. ვიდეოები, რომლებიც აღემატება ორ წუთს, უნდა შეიცავდეს დარღვევის დროის კოდებს (Timecode).
შენიშვნა: თითოეული Timecode არ უნდა აღემატებოდეს ორ წუთს.
1.9. მტკიცებულება უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ შემდეგ პლატფორმებზე: YouTube, Twitch, Streamable ან Medal.
1.10. Imgur-ის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სქრინშოტებისთვის.
1.11. აკრძალულია მტკიცებულების/საჩივრის წაშლა საჩივრის განხილვიდან 48 საათის განმავლობაში.
შენიშვნა: ვადა ითვლება საჩივრის განხილვის შემდეგ.
1.12. ერთი საჩივარი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევას.
გამონაკლისი: ერთსა და იმავე მოთამაშეზე განმეორებადი წესების დარღვევები.
1.13. ვიდეოს მინიმალური ხარისხი უნდა იყოს 720p.
1.14. ვიდეო ფიქსაციის მინიმუმი დრო უნდა იყოს 30 წამი.
გამონაკლისი: BUG USE , Cheat ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თუ გარკვევით ჩანს დანაშაული
1.15. საჩივრები DM / DB / PG / Nonrp Action / Nonrp COP / Leave RP / BU / ძარცვა/გატაცება, ზოგადი წესები 5.4, 5.4.1 და ა.შ. მიიღება მხოლოდ ვიდეო ფიქსაციით.