დაკითხვისა და პოლიგრაფის წესები
განმარტებები
დაკითხვა — საგამოძიებო პროცესი, რომლის დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი უსვამს კითხვებს პირს, რათა მიიღოს ინფორმაცია დანაშაულთან ან სამართალდარღვევასთან დაკავშირებით.პოლიგრაფი — სიცრუის დეტექტორი; სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ფიზიოლოგიურ რეაქციებს (გულისცემა, სუნთქვა, ოფლიანობა) და მონაცემების საფუძველზე აფასებს პასუხის სისწორეს.
შენიშვნა: პოლიგრაფის გამოყენება ხდება დამხმარე ჩათების (/ME /DO /TRY) მეშვეობით.
დაკითხვის ოთახი — სპეციალურად მოწყობილი სივრცე გამოკითხვისთვის; მორალურად ნეიტრალური გარემო, მუდმივი ვიდეო/აუდიო მონიტორინგით.
I. დაკითხვამდე RP პროცედურის წესები
1.1. დაკითხვამდე ეჭმიტანილი სავალდებულოდ უნდა იყოს გაჩხრეკილი და ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს ყველა აკრძალული/არალეგალური ნივთი (თუ ეს მანამდე არ გაკეთდა). | სპეც.ციხე 90 წუთი.
1.2. დაკითხვამდე სავალდებულოა ეჭმიტანილის დოკუმენტების გადამოწმება. | სპეც.ციხე 90 წუთი.
1.3. ეჭმიტანილი უნდა გადაიყვანონ დაკითხვის ოთახში შესაბამისი RP პროცედურით.
1.4. დაკითხვის დაწყებამდე აუცილებელია კამერების/ჩაწერის ჩართვის უზრუნველყოფა.
განმარტება: დაკითხვა უნდა ჩაიწეროს სრულად — დაწყებიდან დასრულებამდე.
1.5. თითოეული კითხვის შემდეგ, ეჭმიტანილის პასუხი სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელმა /try ბრძანებით უნდა გადაამოწმოს.
მაგალითი:
- სახ. სტრუქტურის წარმომადგენელი: იმყოფებით თუ არა რომელიმე კრიმინალურ ორგანიზაციაში?
- ეჭმიტანილი: არა.
- სახ. სტრუქტურის წარმომადგენელი: /try პოლიგრაფმა დააფიქსირა სიცრუე (წარმატებით / წარუმატებლად)
- წარმატებით — ეჭმიტანილი ვალდებულია თქვას სიმართლე
- წარუმატებლად — პასუხი მიიღება როგორც სიმართლე
II. ზოგადი წესები
2.1. ეჭმიტანილის დაკითხვისთვის FIB-ის აგენტს უნდა ჰქონდეს მტკიცე IC საფუძველი. | სპეც.ციხე 90 წუთი.
განმარტება: ეჭმიტანილს უნდა ჰქონდეს მძიმე დარღვევა (სსკ მუხლები, ტერორისტულ აქტში მონაწილეობა, Fort Zancudo-ზე თავდასხმა ან სხვა მძიმე დანაშაული).
შენიშვნა: აუცილებელია ვიდეო მტკიცებულება.
2.2. დაკითხვის დროს აგენტები ვალდებულნი არიან დაიცვან ეთიკის ნორმები; ძალადობა აკრძალულია. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
2.3. ერთ დაკითხვაზე დაშვებულია მაქსიმუმ 10 კითხვა. | სპეც.ციხე 90 წუთი.
- 5 ოფიციალური
- 5 არაოფიციალური
2.4. აკრძალულია ნებისმიერი MG ინფორმაციის გამოყენება. | გაფრთხილება.
- აკრძალულია Discord screen-share
- აკრძალულია კითხვის შეთავაზება/კარნახი
2.5. აკრძალულია IC ↔ OOC გადასვლა დაკითხვის პროცესში. | გაფრთხილება.
გამონაკლისი: ორივე მხარის თანხმობა.
2.6. აკრძალულია ერთი და იგივე კითხვების განმეორებით დასმა მხოლოდ ფორმულირების შეცვლით. | სპეც.ციხე 90 წუთი.
2.7. ერთი პირის დაკითხვა არ უნდა გაგრძელდეს 60 წუთზე მეტხანს. | დამნაშავის გაშვება + სპეც.ციხე 90 წუთი.
განმარტება: დრო ითვლება დაკითხვის ოთახში შეყვანის მომენტიდან.
2.8. პოლიგრაფის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სწორი RP გათამაშებით. | სპეც.ციხე 90 წუთი.
2.9. ოფიციალურ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს მხოლოდ „კი“ ან „არა“. | სპეც.ციხე 90 წუთი.
2.10. პოლიგრაფის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ფედერალური ბიუროს შენობის დაკითხვის ოთახში.
2.11. თუ სიცრუე წარმატებით გამოვლინდა, დასაშვებია დამაზუსტებელი კითხვების დასმა.
2.12. დაკითხვის პროცესი სავალდებულოა იყოს სრულად ვიდეო ფიქსაციაზე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
2.13. ყოველი კითხვა უნდა დაიწყოს წინადადებით: | სპეც.ციხე 90 წუთი.
- „პირველი ოფიციალური კითხვა“
- „პირველი არაოფიციალური კითხვა“
2.14. აკრძალულია /DO-ში კითხვების დასმა. | BAN 3 დღე.
2.15. აკრძალულია დაკითხვის განზრახ გაწელვა/გადადება. | გაფრთხილება.
2.16. დაკითხვის ოთახში აკრძალულია 3-ზე მეტი პირის ყოფნა. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
დაშვებულია:
- 1 ეჭმიტანილი
- 2 ფედერალური აგენტი
2.17. ფედერალურ აგენტებს ეკრძალებათ AFK-ზე გასვლა დაკითხვის მიმდინარეობისას. | სპეც.ციხე 60 წუთი.
2.18. აკრძალულია ეჭმიტანილის იძულება ან ღირსების შემლახავი ქმედებები.
- აკრძალულია აზიდვები
- აკრძალულია ჩაჯდომები
- აკრძალულია ლექსების კითხვა და მსგავსი დამამცირებელი “დავალებები”
III. ეჭმიტანილის წესები
3.1. ეჭმიტანილი ვალდებულია დაემორჩილოს სამართალდამცავების მოთხოვნებს და დაიცვას სერვერის წესები.
3.2. დაშვებულია განცხადებების გაკეთება სხვა კრიმინალურ ორგანიზაციებზე.
განმარტება: იგულისხმება მოკავშირე ორგანიზაციები.
3.3. კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი OOC ინფორმაციის გამოყენება (Discord screen-share / ინფორმაციის გადაცემა).
3.4. ეჭმიტანილი ვალდებულია ოფიციალურ კითხვებზე გასცეს ცრუ პასუხები.
3.5. თუ სიცრუე წარმატებით გამოვლინდა, ეჭმიტანილი ვალდებულია თქვას სიმართლე.
3.5.1. იგივე ვრცელდება დამაზუსტებელ კითხვებზეც.
3.6. აგენტების მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში, ეჭმიტანილს აქვს უფლება უარი თქვას დაკითხვის გაგრძელებაზე სანქციის გარეშე.
3.7. ეჭმიტანილს ეკრძალება AFK-ზე გასვლა დაკითხვის დროს. | სპეც.ციხე 60 წუთი.
3.8. დაკითხვის პროცესისგან თავის არიდება ითვლება RP AVOID-ად. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
პოლიგრაფის მუშაობის პრინციპი
Q — დაკითხვის ჩამტარებელიA — პასუხის გამცემი პირი
- [ Q ] სვამს კითხვას (ტექსტური ან ხმოვანი ჩატით)
- [ A ] პასუხობს
- [ Q ] ახორციელებს პოლიგრაფიულ შემოწმებას /try ბრძანებით
შედეგი:
- წარმატებით — ვალდებულია თქვას სიმართლე
- წარუმატებლად — პასუხი მიიღება როგორც სიმართლე
პოლიგრაფის გამოყენების სწორი გათამაშებები
Q — დაკითხვის ჩამტარებელი პირი
A — პირი, რომელიც პასუხობს კითხვებს
Q სვამს შეკითხვას ტექსტურ ან ხმოვან ჩატში.
A პასუხობს კითხვას ტექსტურ ან ხმოვან ჩატში.
Q ახორციელებს შემოწმებას /try გათამაშებით.
Code:
/do მაგიდაზე დევს პოლიგრაფის მოწყობილობა.
/me შეაერთა პოლიგრაფის მოწყობილობა დენცქვიტაში.
/do პოლიგრაფის მოწყობილობა დაკავშირებულია დენთან.
/me პოლიგრაფის მოწყობილობა დაუკავშირა კომპიუტერს USB კაბელის საშუალებით.
/do პოლიგრაფის მოწყობილობა დაკავშირებულია კომპიუტერთან.
/me უმაგრებს ინდივიდს პოლიგრაფის კაბელებს გულმკერდისა და მაჯის არეზე.
/do კაბელები დამაგრებულია.
/do პოლიგრაფის მოწყობილობა იწერს სუნთქვის სიჩქარეს, სისხლის წნევას, პულსის ნორმას, ოფლის გამოყოფის დონესა და აღიქვამს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ სურათს.
/try პოლიგრაფმა აღმოაჩინა სიცრუე.
Last edited by a moderator: