სახელმწიფო სტრუქტურების ზოგადი წესები
1.0. აკრძალულია ცეცხლის გახსნა სიტუაციაში სადაც თქვენს ან თქვენს გარშემო მყოფების სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინიშნება: აკრძალულია სროლა ეჭვმიტანილზე როდესაც ის გარბის [ გამოიყენეთ Taser ]
მინიშნება 2: მანქანას დევნისას თუ ის არ ქმნის საფრთხეს მოსახლოებისთვის სროლა არალეგალურია.
1.1. FIB/LSPD/SANG-ს ჩხრეკის ორდერის საფუძველზე აქვს უფლება გახსნას მანქანის საბარგული; ორდერს გასცემს მოსამართლე | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.2. სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს ეკრძალებათ არასამუშაო საათებში სახელმწიფო ქონების, იარაღის ან სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება. | სპეც.ციხე 60 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: CID, DB, Vice Governor, გენერალური ინსპექცია, AG, Chief of Staff, State Leaders, Bad Character.
განმარტება: დაშვებულია მხოლოდ მცირე კალიბრის ტიპის პისტოლეტი
1.3. სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს ეკრძალებათ ბანდების/არაოფიციალური ორგანიზაციის ბაზის ტერიტორიაზე ყოფნა. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: რეიდი ან მყარი IC მიზეზი.
1.4. სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს ეკრძალებათ ქუჩის ბანდებთან ურთიერთობა, დანაშაულის იგნორირება და სამუშაო საათებში მოვალეობის უგულებელყოფა. | დასჯა სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლით / გაფრთხილება.
გამონაკლისი: Bad Character
1.5. სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს შეუძლიათ ქრთამის აღება მხოლოდ პირის გაშვების მიზნით, მაქსიმუმ 40,000$-ის სანაცვლოდ.
განმარტება: ქრთამი უნდა მოხდეს 1v1 სიტუაციაში; აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ არ მიმდინარეობს ჩაწერა და ადგილზე არ არის კამერები (GZ, სახელმწიფო შენობები).
შენიშვნა: ეს შეიძლება მოხდეს იშვიათად, ასევე არ აქვს უფლება ყოველთვის მოითხოვოს მაქს. თანხა თითქოს იცის რომ ლიმიტი არსებობს.
შენიშვნა: ლიდერს, მოადგილეს, მოსამართლეს, პროკურატურას, ადვოკატს და გენ ინსპექციას არ აქვს უფლება ქრთამის.
1.6. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ ორგანიზაციის საწყობიდან ნივთების მიზანმიმართულად მასიურად გამოტანა. | BAN 15'დან - 30 დღემდე.
1.7. აკრძალულია სახელმწიფო ქონების ყიდვა/გაყიდვა. | BAN 10'დან - 30 დღემდე.
1.8. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ მეგაფონის პირადი მიზნებით გამოყენება (ყვირილი, წივილი, შეუსაბამო მოწოდებები, არაადეკვატური შეძახილები). | MUTE 60'დან - 120 წუთამდე.
1.9. აკრძალულია ბრონირებული ტექნიკით გადაადგილება ქალაქში/დასახლებულ პუნქტებში. | სპეც.ციხე 90 წუთი.
შენიშვნა: Insurgent და Riot ითვლება ბრონირებულ ტექნიკად.
გამონაკლისი: სამთავრობო ესკორტი, მომარაგება, რეიდი, აღლუმი, ტერორისტული აქტი.
1.10. არალეგალური ნივთების ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ სერვერის ფუნქციონალის გამოყენებით. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.11. აკრძალულია დაკავებულის ან სამოქალაქო პირის შეურაცხყოფა/პროვოცირება. | სპეც.ციხე 60 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: Bad Character მხოლოდ 1v1 სიტუაციაში სერვერის წესების დაცვით.
1.12. აკრძალულია ჩხრეკის ჩატარება და საბარგულიდან ქონების ამოღება RP გათამაშების გარეშე. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება / BAN 7'დან - 31 დღემდე.
1.13. აკრძალულია ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალების პირადი მიზნებით გამოყენება. | სპეც.ციხე 60 წუთი + გაფრთხილება / დასჯა კანონმდებლობით ან დებულებით.
1.14. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ გეტოში/საშიშ უბანში გადაადგილება, თუ არიან 2 ადამიანზე ნაკლები. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
გამონაკლისი: Bad Character
1.15. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ პერსონალური ტრანსპორტის გამოყენება ნებისმიერი ფრაქციული აქტივობისას. | სპეც.ციხე 60 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: დეტექტივი/გამომძიებელი რომელიც არის გამოძიებაზე.
1.16. სამუშაო საათებში სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ ნარკოტიკების გამოყენება. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: Bad Character
1.17. აკრძალულია Tazer-ის ან ხელბორკილების გამოყენება აქტიურ ბრძოლაში. | სპეც.ციხე 60 წუთი.
განმარტება: თუ კანონდამრღვევი შეიარაღებულია/ისვრის ან ხელში უჭირავს იარაღი, Tazer/ბორკილი არ გამოიყენება.
1.18. პირველ ეტაპზე პროცედურული მოქმედებების განმახორციელებელი თანამშრომელები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ საკუთარი თავი ვერბარულად, [ თანამდებობა / გვარი ]. | სპეც.ციხე 90 წუთი.
გამონაკლისი: ქრთამის აღების დროს, ექსტრემალური სიტუაციებში, სადაც გაცნობა შეუძლებელია — განეიტრალების შემდეგ სავალდებულოა გაცნობა.
განმარტება: ჟეტონის/ბეიჯის წარდგენის შემთხვევაში Voice არ არის სავალდებულო.
შენიშვნა: მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელს, რომელსაც არ უკეთია ნიღაბი და მისი ვინააობა არ არის გასაიდუმლოებული უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი, სადაც ასახულია ნებისმიერი სახის ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში კი, იმ სტრუქტურის თუ დანაყოფის წევრებისთვის, რომელთა ვინაობაც გასაიდუმლოებულია ბეიჯის წარმოდგენა აუცილებელია
1.19. LSPD/FIB/ARMY/USSS წევრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულნი არიან ატარონ ფრაქციის ფორმა (მხოლოდ სერვერის ფუნქციონალით განსაზღვრული). | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
გამონაკლისი: დეტექტივები და FIB ფარული დანაყოფი, მხოლოდ ფარულად, და წინასწარ დაგეგმილი მიზნებით.
1.20. აკრძალულია ჯავშანტექნიკის გამოყენება კოლონის გარეშე. | სპეც.ციხე 60 წუთი.
1.21. აკრძალულია მოსაპარი მანქანების გაჩენის პუნქტებზე მოთამაშეების ჩასაფრება/დალოდება. | სპეც.ციხე 60 წუთი + გაფრთხილება.
1.22. აკრძალულია EMS წევრის (ფორმაში) დაპატიმრება/ბორკილების დადება; მისი კანონით დასჯა უნდა მოხდეს ლიდერთან ან მენეჯერთან ერთად უსაფრთხო გარემოში. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე დარღვევა — შეგიძლიათ შეაკავოთ და გამოიძახოთ მაღალჩინოსანი.
1.23. აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურის წევრის დაკავება მისი ლიდერის/მოადგილის არყოფნისას; სავალდებულოა PDA-ით გადამოწმება და ფრაქციის დადასტურება, საჭიროების შემთხვევაში — კურატორთან დაკავშირება. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: თუ 10 წუთში არ გამოცხადდება ლიდერი/მოადგილე/მაღალჩინოსანი
1.24. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ ფორმის გარეშე ფრაქციული აქტივობის შესრულება; სავალდებულოა სერვერის დრესკოდი/ფუნქციონალური ფორმა. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
1.25. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ შეუსაბამო ნიღბების გამოყენება, რაც არ ჯდება მათ საქმიანობაში. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: ცხოველების, სატანისტური, უშველებელი ზომის, meme მასკები და ა.შ.
1.26. მოთამაშეების დასაკავებლად საჭიროა მინიმუმ 1 სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: 1 დაკავებულზე საჭიროა მინიმუმ 1 თანამშრომელი; 2 დაკავებულის გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არიან 2 თანამშრომელი.
1.27. პატრულირებისთვის ერთ მანქანაში სავალდებულოა მინიმუმ 1 სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი (FIB/LSPD/ARMY/GOV).
განმარტება: აკრძალულია სამართალდამცავებისთვის გეტოში ყოფნა, თუ არიან 2 ადამიანზე ნაკლები. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
1.28. აკრძალულია მოთამაშისთვის სახიდან ნიღბის ჩამოხევა. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება / მასკის დაბრუნება.
მითითება: მოთამაშეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავად მოიხსნას ნიღაბი; ეს უნდა განემარტოს მას და მიეცეს დრო.
შენიშვნა: მოთამაშე ინახავს ნიღაბს ინვენტარში; ნიღბის მოთხოვნა ისჯება BAN 7 დღით.
გამონაკლისი: თუ მოთამაშე უარს ამბობს ნიღბის თვითონ მოხსნაზე.
1.29. საჰაერო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს RP-შესაბამისი სახელი. | სპეც.ციხე 60 წუთი / MUTE 120 წუთი / გაფრთხილება.
შენიშვნა: სახელები როგორებიცაა “Kaci Gamodzaxebit, Bayayi Wyalshi, Vagoni Miqris” და მსგავსი აკრძალულია.
1.30. აკრძალულია პირველი შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, დამამცირებელი ანიმაციები და უხეში საუბარი დაკავებულის ან უცნობების თანდასწრებით. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
შენიშვნა: სტრესულ სიტუაციებში (იარაღიანი დაპირისპირება და ა.შ.) დასაშვებია გონივრულ ფარგლებში უხეში ენა.
გამონაკლისი: Bad Character
1.31. აკრძალულია სამხედრო ბილეთის გაცემა მყარი IC მიზეზის გარეშე. | BAN 5 დღე.
გამონაკლისი: Bad Character
1.32. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ არალეგალური ნივთების გამოყენება. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: მაგალითად რევოლვერის გამოყენება აკრძალულია.
დამატება: Air Drop-იდან მიღებული იარაღების გამოყენება დაშვებულია.
გამონაკლისი: Bad Character
1.33. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ დაკავების დროს გარდაცვლილი მოთამაშის დაკავება. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
განმარტება: აკრძალულია EMS-ში გაჩენილი მოთამაშის დაკავება.
1.34. აკრძალულია პირისთვის სასჯელის გამოტანა სრული იდენტიფიკაციის გარეშე (პასპორტის №, სახელი-გვარი, მთლიანი სახე). | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: აუცილებელია იცოდეთ სახელი-გვარი და პასპორტის №; ნიღბით პირის ჩასმა აკრძალულია.
1.35. აკრძალულია კანონის მიერ რეგულირებული სასჯელის გადამეტება (როცა GOV არ არის დანიშნული). | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: თუ დრო/მუხლები გადამეტებულია, მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს სარჩელი GOV-ში და დაიწყოს სასამართლო პროცესი; მტკიცებულებად საჭიროა “STATE” სპეც არხში გაფორმება (სქრინში უნდა ჩანდეს თარიღი/დრო და დამკავებლის სახელი).
1.36. LSPD/FIB თანამშრომლებს ეკრძალებათ დაკავება კომენტარის გარეშე ან არასწორი/ზოგადი კომენტარით. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
შენიშვნა: კომენტარი უნდა ასახავდეს რეალურ მიზეზს და წესის ნომერს.
1.37 აკრძალულია დეპარტამენტის რაციის (/dep და /gov) არასწორი მიზნით გამოყენება. | MUTE 90 წუთი / გაფრთხილება.
განმარტება: ცენზურის დარღვევა, პირად თემებზე საუბარი ან სახელმწიფო თემას გარეთ გასვლა აკრძალულია.
1.38. სახელმწიფო თანამშრომლებს ეკრძალებათ არარეალური ქმედებები RP სიტუაციაში (Troll/არასერიოზული ქმედება, გაფრთხილების გარეშე სროლა და ა.შ.). | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
მაგალითი: თუ მოთამაშეს აქვს არალეგალური ბრონი/მასკა, პირდაპირი ცეცხლი გაფრთხილების გარეშე აკრძალულია — ჯერ: “ხელები თავზე თორემ გესვრი”, შემდეგ გამაფრთხილებელი/შემდეგ მოქმედება.
გამონაკლისი: თუ მოთამაშე გიმიზნებთ იარაღს ან უქმნის საფრთხეს სხვა მოქალაქეს, გაქვთ უფლება გახსნათ ცეცხლი დაუყოვნებლივ.
1.39. აკრძალულია ფრაქციის დეპარტამენტების და წოდებების რედაქტირება. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს / განმეორებით — მკაცრი.
შენიშვნა: ახალი იდეები/ცვლილებები სავალდებულოა შეთანხმდეს ფრაქციის და სახელმწიფო კურატორთან.
1.40. აკრძალულია პირის 30 წუთზე მეტით შეკავება/შეყოვნება. | დამნაშავის გაშვება + სპეც.ციხე 90 წუთი.
გამონაკლისი: გამოძიება/დაკითხვა/ადვოკატის მოლოდინი — მხოლოდ ადმინისტრაციის ან შეკავებულის თანხმობით.
1.41. ლიცენზიები გაიცემა მხოლოდ ფუნქციონალით; ზედმეტი თანხის ჩამოჭრა/გამორთმევა აკრძალულია. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
გამონაკლისი: EMS — დამატებით 10,000$ ხელზე (ტესტირება); LSPD — დამატებით 10,000$ ხელზე (ტესტირება).
1.42. სნაიპერული შაშხანის გამოყენება აკრძალულია, თუ არ მიმდინარეობს სპეცოპერაცია/ტერორისტული აქტი. | სპეც.ციხე 60 წუთი.
გამონაკლისი: დიდი რაოდენობის კრიმინალი გეტოში, საგანგებო სიტუაცია, დეპარტამენტის რაციაში მოთხოვნილი დახმარება და/ან როცა კრიმინალებიც იყენებენ სნაიპერს.
1.43. სპეცოპერაციის დროს მონაწილეები ვალდებულნი არიან იმყოფებოდნენ State რაციის სიხშირეზე. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: რეიდი, ტერორისტული აქტი, მომარაგება, გატაცება, ერთობლივი გეტო რეიდი.
სახელმწიფო ორგანიზაციების ურთიერთქმედება
2.1. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ექვემდებარება რეგიონალურ ხელისუფლებას და მოქმედებს საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2.2. სახელმწიფო გადატრიალება დაშვებულია მხოლოდ IC გზით და RP სიტუაციით, აუცილებელია სასამართლოს ჩატარება გუბერნატორისთვის, ასევე სახელმწიფო კურატორის და მთავარი ადმინისტრატორის/მისი შემცვლელის თანხმობა.
2.3. გადარიცხვები/გადაყვანები დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანიზაციებში: LSPD, FIB, NG, USSS.
2.4. აკრძალულია სამხედრო ბილეთის გარეშე FIB/USSS -ში და LSPD რეკრუტზე მაღალ პოზიციაზე ყოფნა.
2.5. FIB-ს აქვს უფლება აიღოს საკუთარ თავზე სპეც.ოპერაციის მართვა.
2.6. LSPD-ს შეუძლია აიღოს სპეც.ოპერაციის მართვა, თუ ადგილზე არ იმყოფება FIB-ის მაღალი რანკი.
2.7. SANG-ს შეუძლია აიღოს სპეც.ოპერაციის მართვა, თუ ადგილზე არ იმყოფება FIB-ის ან LSPD-ის მაღალი რანკი.
2.8. შიდა რეგლამენტის/ინსტრუქციების ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ ლიდერის ან კურატორის ინიციატივით/დამტკიცებით.
2.9. ახალი წესის/იდეის შემოღება სავალდებულოდ უნდა შეთანხმდეს კურატორთან. | გაფრთხილება [1/3] ლიდერს.
2.10. აკრძალულია მოთამაშეების მიზანმიმართულად დაწინაურება მხოლოდ სხვა ფრაქციაში გადასაყვანად. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.11. აკრძალულია გადაყვანისას მოთამაშისთვის იმაზე მაღალი წოდების მინიჭება, ვიდრე ჰქონდა წინა ფრაქციაში. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.12. მომარაგების დროს მონაწილე მომმარაგებელი ფრაქციის წევრები ვალდებულნი არიან იმყოფებოდნენ STATE რაციის სიხშირეზე. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
დაზუსტება: განმეორების შემთხვევაში — მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
სახელმწიფო ტალღა და ახალი ამბების წესები
3.0. სახელმწიფო ტალღა არის არხი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ეცნობებათ სახელმწიფო ღონისძიებები, მნიშვნელოვანი ცვლილებები და გაფრთხილებები.
3.0.1. ტალღა გამოიყენება შემდეგი მიზნებით:
- მოქალაქეების ინფორმირება ცვლილებების შესახებ
- სახელმწიფო ორგანიზაციებში გასაუბრებების/რეკრუტინგის ჩატარება
- საზოგადოების გაფრთხილება მიმდინარე მოვლენებზე
- სახელმწიფო ღონისძიებების ან ოფიციალური აქტივობების გაშუქება
- WN-ის კომერციული საქმიანობა
3.1. სახელმწიფო ტალღაზე ტექსტი უნდა იყოს კომპეტენტური, მკაფიო და RP-სთან შესაბამისობაში.
3.2. სახელმწიფო ტალღაზე დაშვებულია მაქსიმუმ 5 ხაზი. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: Weazel News-ის გადაუდებელი პირდაპირი ეთერი და სახელმწიფო სტრუქტურების ბრიფინგი.
შენიშვნა: გაფრთხილება ლიდერს ეწერება კურატორის გადაწყვეტილებით.
3.3. ტალღის გამოყენებამდე სტრუქტურამ უნდა გადაამოწმოს/იკითხოს, არის თუ არა ტალღა დაკავებული. | MUTE 60 წუთი.
3.4. ტალღის დაკავებამდე აუცილებელია სხვა სტრუქტურების გაფრთხილება დეპარტამენტის რაციაში მინიმუმ 10 წუთით ადრე. | MUTE 60 წუთი.
გამონაკლისი: გადაუდებელი სიტუაციები.
3.5. ერთი და იგივე ფრაქციისთვის ტალღის გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 10 წუთი. | MUTE 90 წუთი.
გამონაკლისი: WZ რეკლამა -- ინტერვალი 30 წუთი
3.6. სხვადასხვა ფრაქციებს შორის ტალღის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. | MUTE 90 წუთი.
3.7. Weazel News-ს შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფო ტალღა მხოლოდ მითითებულ დროს: xx:00, xx:30. | MUTE 90 წუთი + სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: გადაუდებელი სიტუაციები.
3.8. WN-ს შეუძლია გავიდეს ხანგრძლივ პირდაპირ ეთერში xx:00-დან xx:30-მდე, დღეში არაუმეტეს ორჯერ, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით; დაჯავშნის შესახებ უნდა აცნობოს დეპარტამენტის რაციაში 30 წუთით ადრე. | MUTE 60 წუთი.
შენიშვნა: მუდმივი დარღვევების შემთხვევაში — სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
3.9. აკრძალულია სახელმწიფო ტალღის არასწორად გამოყენება. | MUTE 150 წუთი / გაფრთხილება / BAN.
განმარტება: არასწორი გამოყენებაა ნებისმიერი ტექსტი, რომელიც არ ჯდება RP სიტუაციაში/არ ეხება სახელმწიფოს ოფიციალურ თემას.
3.10. გუბერნიას შეუძლია კანონების ცვლილების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს WN-ის პირდაპირი ეთერი. | გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: WN ვალდებულია დაუყოვნებლივ დაეხმაროს გუბერნიას.
დაზუსტება: გუბერნატორის ცვლილება მოქმედებაში შედის გაზეთის/რეპორტაჟის გამოცემისთანავე.
სახელმწიფო გადატრიალების და იმპიჩმენტის პროცესი
4.0. სახელმწიფო გადატრიალება არის ძალაუფლების შეცვლა სახელმწიფოში, რომელიც ხდება კონსტიტუციური/სამართლებრივი ნორმების დარღვევით და, როგორც წესი, ძალის გამოყენებით.
4.0.1. იმპიჩმენტი არის სახელმწიფო/მუნიციპალური თანამდებობის პირის დევნის პროცედურა, რომელიც შეიძლება დასრულდეს თანამდებობიდან გადაყენებით.
4.1. მთავრობის დამხობა შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალების გზით RP-სიტუაციის გათამაშებით, ძალოვანი სტრუქტურების (LSPD, FIB, NG) მხარდაჭერით და მთავარი ადმინისტრატორის თანხმობით.
4.2. ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ლიდერი შეიძლება გადაყენდეს სასამართლოს გზით, თუ პროკურატურას აქვს საკმარისი საფუძვლები და მტკიცებულებები.
შენიშვნა: საჭიროა მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დარღვევების პრეცედენტი, კონსტიტუციური ნორმების უხეში დარღვევა, გადატრიალების მცდელობა ან ფართომასშტაბიანი ქრთამის შემთხვევა.
შენიშვნა: ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ დარღვევების საფუძველი არასაკმარისია.
დაზუსტება: პროცედურა იწყება მხოლოდ სახელმწიფო ფრაქციების მთავარი კურატორის თანხმობის შემდეგ.
4.3. თუ ლიდერი მოიხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციისგან დამატებით სასჯელს არ იღებს.
ARMY (ეროვნული გვარდია)
5.1. არმიას შეუძლია გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა „საგანგებო“ ან „საომარი“ მდგომარეობის დროს, ასევე კურატორის თანხმობით სპეც.ქმედებებისას.
5.2. არმია ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მძიმე დანაშაულების განეიტრალებაში (ტერორისტული აქტი, მძევლები, შეიარაღებული ძარცვა და სხვა).
5.3. არმიის წევრებს შეუძლიათ დააკავონ მოქალაქეები, რომლებმაც ჩაიდინეს უკანონო ქმედებები.
შენიშვნა: შემდგომში დამნაშავე უნდა გადაეცეს FIB-ს ან LSPD-ს.
5.4. NG-ს შეუძლია გადაადგილდეს საშიშ რაიონებში როგორც გაძლიერებული FIB/LSPD დამხმარე საპატრულო ძალა.
5.5. არმიის საწყობში ყოველთვის უნდა იყოს მინიმუმ 10,000 მასალა თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
5.6. აკრძალულია Fort Zancudo-ზე თავდასხმის იგნორირება. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
5.7. აკრძალულია საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანიზაციებისთვის მასალების მიწოდების იგნორირება 24 საათზე მეტი ხნით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
5.8. Fort Zancudo-ს ტერიტორია იწყება საგუშაგოს შიგნით; საგუშაგომდე ტერიტორია ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის.
Los Santos Police Department (LSPD)
6.1. LSPD-ის ოფიცრების მთავარი ამოცანაა კრიმინალურ ქმედებებზე რეაგირება და მათი შეჩერება. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: პატრულირება, გამოძახებებზე სიარული, მოქალაქეების მიმართვების დამუშავება და ა.შ.
6.2. თითოეული დაკავებისას ოფიცერს უნდა ჰქონდეს BodyCam-ის ვიდეო ჩანაწერი (შენახვა 48 საათი); ჩანაწერის არარსებობისას ტარდება IC გამოძიება.
6.3. ნიღბის ჩამოხსნა სახელმწიფო თანამშრომლებს შეუძლიათ მხოლოდ საპროცესო მოქმედებების დროს. | გაფრთხილება.
6.4. აკრძალულია მოთამაშეების ფუნქციური ზარების იგნორირება. | ხშირი დარღვევების შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
Emergency Medical Services (EMS)
7.1. EMS-ის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ სახელმწიფოს თითოეულ მაცხოვრებელს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
7.2. EMS-ის ხელმძღვანელობას შეუძლია დააწესოს საავადმყოფოს შინაგანაწესი, მთავრობისა და ზედამხედველი ადმინისტრაციის დამტკიცებით.
7.3. EMS ვალდებულია ჩაატაროს სახელმწიფო ორგანიზაციების ინსპექტირება კვირაში ერთხელ მაინც. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
7.4. აკრძალულია მკურნალობა ფრაქციის შიდა ინსტრუქციებით განსაზღვრული RP გათამაშების გარეშე. | სპეც.ციხე 60 წუთი.
7.5. სამედიცინო ბარათის გაცემისას აკრძალულია დიაგნოზში არარეალური მიზეზის მითითება. | გაფრთხილება.
7.6. EMS-ის პერსონალი ვალდებულია უპასუხოს მოქალაქეების გამოძახებებს. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
7.7. EMS-ს ეკრძალება სროლის დროს მოთამაშეებისთვის პირველადი დახმარების გაწევა (სახიფათო სიტუაციაში). | სპეც.ციხე 60 წუთი.
Federal Investigation Bureau (FIB)
8.1. FIB-ის მთავარი ამოცანაა კრიმინალურ ქმედებებზე რეაგირება და მათი აღკვეთა. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: კრიმინალური ორგანიზაციების მონიტორინგი და ანალიტიკა.
8.2. თითოეული დაკავებისას FIB-ის აგენტს უნდა ჰქონდეს BodyCam-ის ჩანაწერი (შენახვა 48 საათი); ჩანაწერის არქონისას ტარდება IC გამოძიება.
8.3. ნიღბის ჩამოხსნა სახელმწიფო თანამშრომლებს შეუძლიათ მხოლოდ საპროცესო მოქმედებების დროს. | გაფრთხილება.
8.4. FIB-ის თანამშრომლებს პროცედურული მოქმედებები/გამოძახებებზე/დახმარებაზე გასვლა მოეთხოვებათ მხოლოდ სამუშაო ტანსაცმლით. | სპეც.ციხე 90 წუთი.
გამონაკლისი: ფარული FIB დეტექტივები — ფარულ რეჟიმში შეუძლიათ მივიდნენ გამოძახებაზე/დახმარებაზე ინფორმაციის შეგროვებისთვის და დაკვირვებისთვის (სიტუაციაში ჩარევის გარეშე).
8.5. FIB-ის ლიდერი ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს გენერალურ პროკურორს სხვა სტრუქტურებთან და კრიმინალურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საქმეების მასალებში; გენერალური პროკურორი ადასტურებს კანონიერებას და კოორდინაციას უწევს მაღალ ადმინისტრაციას.
8.6. FIB-ს შეუძლია MarketPlace-ზე არალეგალური ნივთების (იარაღი, ნარკოტიკი, დამცავი ჟილეტი და ა.შ.) დაფიქსირებისას დაიწყოს გამოძიება გამომქვეყნებელ პირზე და იმოქმედოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
მთავრობა (GOV)
9.1. გუბერნია ვალდებულია ჩაატაროს სამთავრობო ორგანიზაციების ინსპექტირება. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ინსპექტირება უნდა ჩატარდეს კვირაში 1-ჯერ თითო სახელმწიფო ორგანიზაციაში.
9.2. ადმინისტრაციას შეუძლია უარყოს კანონში ცვლილება, თუ ის ეწინააღმდეგება RP ლოგიკას ან პროექტის ინტერესს.
9.3. გუბერნია ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტი დახარჯოს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
მაგალითი: ღონისძიებები, სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება და ა.შ.
9.4. გუბერნიას შეუძლია შეუმციროს დაფინანსება ნებისმიერ სახელმწიფო ფრაქციას, თუ აქვს მტკიცე IC მიზეზი და შესაბამისი მტკიცებულებები.
9.5. გუბერნია ვალდებულია ხელი შეუწყოს მოქალაქეებს: ჩაატაროს მინიმუმ 1 დიდი ღონისძიება ყოველ 2 კვირაში ერთხელ და მინიმუმ 1 პატარა ღონისძიება ყოველ 7 დღეში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
Last edited by a moderator: