ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა:
1.1. ადმინისტრაციის უფროსი და მათზე პასუხისმგებელია მთავარი ადმინისტრატორი, მთავარი ადმინისტრატორის შემცვლელი და პროექტის გუნდი.
1.2. ადმინისტრაციის დაწინაურება ხდება გაწერილი LVL UP სისტემით, ადმინისტრაციის აქტიურობის, გაფრთხილებების მიხედვით და მთავარი ადმინისტრატორის / შემცვლელის გადაწვეტილებით.
1.3. ადმინისტრატორს უფლება აქვს აიღოს დასვენების დღე Day-Off-ში გაწერილი წესების მიხედვით. თვეში შესაძლებელია 8 დასვენების დღის აღება ხოლო კვირაში 3'ის.
გამონაკლისი: გამოუვალი მდგომარეობა, სერიოზული მიზეზი და ა.შ.
1.4. ადმინისტრატორს ეკრძალება სხვა RP პროექტზე თამაში.
1.5. ადმინისტრატორი წარმოადგენს OOC პერსონაჟს და ყოველთვის არის ადმინისტრატორის როლში.
განმარტება: სერვერზე ამ დროისთვის არ ფუნქციონირების ჰელპერის პოზიცია მაგრამ ჰელპერი ითვლება IC პერსონაჟად, თუმცა მას ეკრძალება მისი პრივილეგიების პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
1.6. ადმინისტრატორებისთვის მოქმედებს ორი გაფრთხილების სისტემა (მკაცრი/სიტყვიერი), რაც ზღუდავს მათი დაწინაურების და ასევე ადმინისტრატორის პოსტზე დარჩენის შესაძლებლობას.
1.6.1. მკაცრი/სიტყვიერი გაფრთხილება იხსნება მთავარი ადმინისტრატორის/მთავარი ადმინისტრატორის გადაწვეტილებით ადმინისტრატორის აქტიურობის შესაბამისად.
განმარტება: ადმინისტრატორს გაფრთხილება ავტომატურად ეხსნება 2 კვირის შემდეგ.
1.7. ადმინისტრატორი გაცემს სასჯელს სერვერის წესების მიხედვით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
1.8. ადმინისტრატორს ეკრძალება RP პროცესის შეფერხება, ჩაშლა ან ხელის შეშლა.
1.9. ადმინისტრატორის ვალდებულებებია:
- უზრუნველყოს მოთამაშეების კომფორტი სერვერზე.
- დახმარება გაუწიოს სერვერის მოთამაშეებს.
- აკონტროლოს სათამაშო პროცესი და სერვერის ეკონომიკა.
- განიხილოს ფორუმზე განთავსებული მოთამაშეების საჩივარი.
- კურირება გაუწიოს სერვერზე არსებულ ორგანიზაციებს.
- თავიდან ბოლომდე იცოდეს სერვერის წესები.
- ჩაატაროს და აკონტროლოს ფორუმზე გაწერილი ღონიზძიებები.
ვალდებულება და ურთიერთობა მოთამაშეებთან:
2.1. მოთამაშეს უფლება აქვს დააფიქსიროს ადმინისტრატორის დარღვევა და განათავსოს საჩივარი ფორუმზე.
2.2. აკრძალულია ადმინისტრაციის ნებისმიერი გზით დაშანტაჟება ან ცილისწამება.
2.3. მოთამაშეს აქვს უფლება გაასაჩივროს ადმინისტრატორის მიერ მიღებული გადაწვეტილება ფორუმზე 3 დღის განმავლობაში "საჩივარი ადმინისტრატორზე"-ს გრაფაში.
2.4. აკრძალულია ადმინისტრაციის შეურაწყოფა/დისკრედიტაცია.
2.5. აკრძალულია სერვერზე ადმინისტრატორის იმიტაცია.
2.6. აკრძალულია ადმინისტრაციის სიცრუეში შეყვანა.
ადმინისტრაციის წესები და ვალდებულებები:
3.1. ადმინისტრატორს ევალებადღიური მინიმალური ონლაინის (4 საათის) ნორმის დაცვა და სხვა წესების/ვალდებულებების, რომლებიც გაწერილია მთავარი ადმინისტრატორის/შემცვლელის მიერ.
3.2. ადმინისტრატორი ვალდებულია შეინახოს დასჯილი მოთამაშის მტკიცებულება 3 დღის განმავლობაში.
3.3. ადმინისტრატორს ეკრძალება ფრაქციის მანქანების რესპაუნი საფუძვლის გარეშე.
3.4. ადმინისტრატორს ეკრძალება ავტომობილის წაშლა/გაქრობა საფუძვლის გარეშე.
3.5. ადმინისტრატორს ეკრძალება მოთამაშისთვის სკინის დაყენება საფუძვლის გარეშე.
განმარტება: სკინში იგულისხმება გასართობი სკინები როგორიცაა: ძაღლის, კატის, ირმის და ა.შ.
გამონაკლისი: ვიდეოს გადასაღებად, ღონიზძიებისვის და სხვა საჭიროებებისთვის.
3.6. ადმინისტრატორს ეკრძალება სხვა ადმინისტრატორის მიერ გაცემული სასჯელის მოხსნა/შეცვლა მთავარი ადმინისტრატორის/შემცვლელის თანხმობის გარეშე.
3.7. ადმინისტრატორს ეკრძალება მოთამაშეზე სასჯელის გაცემა პირად შეტყობინებაში მოწიდებული მტკიცებულების საფუძველზე.
განმარტება: აკრძალულია Discord'იდან, Facebook'იდან და სხვა სოციალურ ქსელზე მიწოდებული მტკიცებულების საფუძველზე მოთამაშის დასჯა.
შენიშვნა: სასჯელის გაცემა ხდება მხოლოდ ადმინისტრატორის ვიდეო ფიქსაციის და ფორუმზე განთავსებული საჩივრის საფუძველზე.
გამონაკლისი: პროექტის გუნდი, მთავარი ადმინისტრატორი/შემცვლელი.
3.8. ადმინისტრატორს ეკრძალება ბაგების გამოყენება, ვალუტის გაყიდვა, ქონების გადაცემა და სხვა მსგავსი დარღვევები.
3.9. ადმინისტრატორს ეკრძალება ადმინისტრაციის შიდა ინფორმაციის მოთამაშეებში გავრცელება.
3.10. ადმინისტრატორს ეკრძალება მოთამაშეების დაშინება ან ადმინისტრატორის უფლებების ბოროტად გამოყენება.
3.11. ადმინისტრატორს ეკრძალება მოთამაშის დარღვევის ვიდეომტკიცებულების წარდენა მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ თუ ადმინისტრატორს დაეწერა ამ დარღვევაზე საჩივარი იგი ვალდებულია ვიდეო მტკიცებულება წარუდგინოს მთავარ ადმინისტრატორს/შემცვლელს.
3.12. ადმინისტრატორს ეკრძალება RP'ს თამაში.
3.13. აკრძალულია ადმინისტრატორისთვის საპირისპირო სქესის პერსონაჟით თამაში.
3.14. აკრძალულია ადმინისტრატორის პოსტის დატოვება წინასწარ გაფრთხილების გარეშე.
განმარტება: ადმინისტრატორის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით მინიმუმ 3 დღით ადრე უნდა იყოს #წასვლის-თარიღი შევსებული და დადასტურებული.
3.15. აკრძალულია ადმინისტრატორის პოსტზე დანიშვნიდან 14 დღემდე ადრე დაკავებული პოზიციის დატოვება.
3.16. ადმინისტრატორს რომელიც მოიხსნება გაფრთხილებებით ან მთავარი ადმინისტრატორის/შემცვლელის გადაწყვეტილებით დაისჯება ბანით ადმინისტრატორის წესების 3.14/3.15-ის მიხედვით.
3.17. ადმინისტრატორს ეკრძალება მოთამაშეებთან არაკორეკტულად/უპატივცემულოდ საუბარი.
ადმინისტრაციის როლი და პრივილეგიები:
4.1. ადმინისტრატორს ეკრძალება სახელის შეცვლა მთავარი ადმინისტრატორის/შემცვლელის თანხმობის გარეშე.
4.2. ადმინისტრატორს ეკრძალება ნებისმიერი ფრაქციის ლიდერის პოზიციის დაკავება.
განმარტება: ლიდერის პოზიციის დაკავება შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ფრაქციის კურატორს ან კონკრეტული განხრის მთავარ/შემცვლელ კურატორს.
4.3. აკრძალულია ადმინისტრატორისთვის ლიდერის აღება RP პერსონაჟზე.
4.4. თუ ადმინისტრატორმა გიპასუხათ გამოგზავნილ რეპორტზე, მაგრამ ადმინისტრატორი არ მოვიდა და არ დაიწყო სიტუაციის დაკვირვება დაფიქსირეთ შემთხვევა ვიდეო ფიქსაციით და გაასაჩივრეთ ფორუმზე.
4.5. ადმინისტრატორს ეკრძალება თავისი პრივილეგიების მიზანმიმართულად/პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
განმარტება: მუქარა სასჯელით, მოთამაშეების შეცდომაში შეყვანა და სხვა.
4.6. აკრძალულია ადმინისტრატორისთვის სერვერზე 60 წუთზე მეტხანს AFK-ზე დადგომა.
განმარტება: AFK-ზე დადგომა აკრძალულია AFK-აღწერის გარეშეც.
შენიშვნა: ადმინისტრატორი რომელიც გადააცდენს AFK-აღწერაში მითითებულ დრო ან 60 წუთს AFK-ზე დგომით დაისჯება ამავე წესით.
4.7. აკრძალულია ადმინისტრატორის საჯარო სივრცეში მოთამაშეებთან გამოჩენა.
განმარტება: ადმინისტრატორი მოთამაშეთან არ უნდა გამოჩნდეს და კომუნიკაცია უნდა დაამყაროს გამქრალ მდგომარეობაში.
შენიშვნა: მოთამაშეთან გამოჩენა დაშვებულია სხვა განზომილებაში (დიმენშენში).
გამონაკლისი: სიტუაციის განმუხვტა ან გამოუვალი მდგომარეობა.
შენიშვნა: თუ სერვერის ნებისმიერი მოთამაშე დააფიქსირებს, რომ ადმინისტრატორი ყოველგვარი მიზეზ გარეშე იმყოფება მოთამაშეებში "ადმინისტრატორის სახელით" ან შლის/ხელს უშლის RP სიტუაციას, გაქვთ სრული უფლება, რომ დაწეროთ ფორუმზე საჩივარი ადმინისტრატორზე.
ადმინისტრაციის ქონებრივი უფლებები სერვერზე:
5.1. აკრძალულია ბიზნესის ფლობა.
5.2. ადმინისტრატორს ეკრძალება ნებისმიერი ქონების გაყიდვა.
გამონაკლისი: RP პერსონჟზე დაშვებულია ქონების გაყიდვა რომელიც შეძენილია სამართლიანად და არა ადმინისტრაციული პრივილეგიით.
5.3. ადმინისტრატორს აქვს უფლება სერვერზე ფლობდეს სახლს, ავტომობილს, ტანსაცმელს, აქსესუარებს და სხვა მსგავს ქონებას.
Last edited: