აღწერა:
ტერორისტული აქტი — RP სიტუაციაა, რომელიც მოიცავს შენობის ან ტერიტორიის აღებას/დაკავებას, ასევე მძევლების აყვანას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ზიანს აყენებს მოსახლეობას, ქმნის ადამიანების სიკვდილის საშიშროებას, იწვევს დიდ ქონებრივ ზიანს ან სხვა მძიმე შედეგებს, რათა განხორციელდეს ზეწოლა მთავრობაზე/სახელმწიფოზე.
ტერორისტული აქტის მიზეზები:
- რევოლუციური მიზნები (საკანონმდებლო ბაზის ცვლილება, ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება);
- სახელმწიფო სტრუქტურების რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა;
- სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის დარღვევა;
- ფულის გამოძალვა.
- მთავარი ბანკის აღება (იხილეთ ქვემოთ: „ტერორისტული აქტი მთავარ ბანკზე“ — თავი 4);
- Humane Labs-ის დარტყმა/აღება (იხილეთ ქვემოთ — თავი 5);
- Weazel News-ის შენობის აღება (იხილეთ ქვემოთ — თავი 6);
- ნებისმიერი სხვა სტრატეგიული/დაცული შენობის ან ტერიტორიის აღება, რომელიც იწვევს მასშტაბურ საფრთხეს და/ან ზეწოლას სახელმწიფოზე ან მოქალაქეებზე.
- ქუჩაში/გზაზე მოქალაქის ჩვეულებრივი გატაცება და გამოსასყიდი, თუ პროცესი არ მოიცავს შენობის/ტერიტორიის აღებას/დაკავებას და არ ხდება სახელმწიფო/მოსახლეობაზე მასშტაბური ზეწოლა;
- ჩვეულებრივი ძარცვა/გაყაჩაღება/გატაცება, რომელიც არ გადადის შენობის/ტერიტორიის კონტროლში.
- თუ გატაცება/მძევლები გამოიყენება შენობის ან ტერიტორიის აღების/დაკავების ფარგლებში (მაგალითად: ბანკში / Weazel News-ში / Humane Labs-ზე პოზიციის დაკავება მოთხოვნებით) - ეს კლასიფიცირდება როგორც ტერორისტული აქტი.
ზოგადი წესები:
1.1. სავალდებულოა ტერორისტული აქტის ჩატარება 10 დღეში ერთხელ ყველა კრიმინალური ორგანიზაციისთვის. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
მითითება: ტერორისტული აქტის ჩატარება დაზავებულ ფრაქციასთან ერთად ჩაეთვლება ორივე ფრაქციას.
შენიშვნა: ტერორისტული აქტის დროს დამხმარე ფრაქციიდან უნდა იყოს მინიმუმ - 10 წევრი.
1.1.1. ტერორისტული აქტი დაშვებულია 18:00 დან 01:00 მდე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: მთავარი ადმინისტრატორის/მთავარი ადმინისტრატორის შემცველის დასტური.
1.2. ტერორისტული აქტის ინიციატორი შეიძლება იყოს ბანდა/არაოფიციალური ორგანიზაცია
განმარტება: ოჯახებს ტერორისტული აქტის მოწყობა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქვთ დადასტურებული ოჯახის ბიოგრაფია.
შენიშვნა: ტეორისტული აქტის ჩასანიშნად მიმართეთ თქვენი ფრაქციის კურატორს.
1.2.1. ტერორისტული აქტის ჩატარება დაშვებულია 3 დღეში ერთხელ.
განმარტება: ფრაქციას რომელიც ჩაატარებს ტერორისტულ აქტს, ეკრძალება 3 დღის განმავლობაში ისევ ჩაატაროს ტერორისტული აქტი. 3 დღიანი შეზღუდვა ედება მოკავშირე ფრაქციასაც თუ მოკავშირე ორგანიზაციაც ესწრებოდა ღონისძიებას
1.3. ტერორისტული აქტის ორგანიზატორ კრიმინალურ ფრაქციას შეუძლია მოკავშირე ბანდის/არაოფიციალური ორგანიზაციის დახმარება ძალის და რაოდენობის გაზრდის მიზნით.
1.4. ტერორისტულ აქტში კრიმინალური ორგანიზაციების მაქსიმალური რაოდენობაა - 2.
1.5. ტერორისტულ აქტში კრიმინალური ორგანიზაციებიდან მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა - 15.
გაფრთხილება: გამონაკლისები დაუშვებელია.
1.5.1. ტერორისტულ აქტში კრიმინალური ორგანიზაციებიდან მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა - 80.
1.6. ტერორისტულ აქტს უნდა ესწრებოდეს ორგანიზაციის ლიდერი ორგანიზატორი ფრაქციიდან.
გაფრთხილება: შესაძლებელია გამონაკლისიც, მაგრამ საჭიროა სულ მცირე 2 ლიდერის შემცვლელის ყოფნა.
1.7. ტერორისტულ აქტზე ნებადართულია ნებისმიერი სახის იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება.
1.8. ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის აუცილებელია მთავარ ადმინისტრატორთან ან მთავარ კურატორთან საკითხების გავლა და დასტურის მიღება. ტერორისტული აქტის ორგანიზატორი ორგანიზაციის ლიდერი ჯერ უნდა დაუკავშირდეს მისი ფრაქციის კურატორს ამ ფორმით:
- ორგანიზატორი ფრაქციის სახელი/მეტსახელი:
- მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზაციების სია:
- გეგმისა და გაქცევის მარშრუტის დეტალური აღწერა:
- წამოყენებული მოთხოვნები:
- ჩვეულებრივი მოქალაქე: 60.000$
- სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი : 90.000$
- LSPD/FIB/ARMY/Weazel News ლიდერები 500.000$ / მოადგილეები 250.000$
- LSPD-20 Carabine Rifle MK2 ლიდერი / 10 Carabine Rifle MK2 მოადგილე
- FIB-20 Bullpump Rifle MK2 ლიდერი / 10 Bullpump Rifle MK2 მოადგილე
- ARMY-20 Assult Shootgan ლიდერი / 10 Assult Shootgan მოადგილე
- GOV-ის ლიდერი 600.000$ / მოადგილე 300.000$
- EMS-ის ლიდერი 150 მედიკამენტი / მოადგილე 75 მედიკამენტი
განმარტება: აღნიშნულ მოთხოვნებში გაწერილი მოთხოვნების მიხედვით კრიმინალურ დაჯგუფებას/ოჯახს შეუძლია მოითხოვოს როგორც თანხა ასევე იარაღები ორივე ერთად თუ აღნიშნული პირი არის გატაცებული. თანხის და იარაღების გადაცემა ხდება გათამაშებით, შეგიძლიათ სწორი გათამაშებებით ჩანთით ან რაიმე სახით მიუტანოთ მოთხოვნილი თანხა და იარაღები და წარმატებით დასრუელბის შემთხვევაში ადმინსიტრაცია გადასცემს აღნიშნულ თანხა იარღებს. - Weazel News-ის ლიდერი და მოადგილე / სახელმწიფო ტალღის გამოყენება ყველანაირი ნორმის და სერვერის წესების დაცვით.
კრიმინალური ფრაქციის ლიდერი / მოადგილე: - The Families / Los Santos Vagos / Bloods Street / The Ballas / Marabunta Grande ლიდერები 300.000$ / მოადგილეები 150.000$
ოჯახის ლიდერი / მოადგილე: - ოჯახის ლიდერი - 300.000$
- ოჯახის ლიდერის მოადგილე - 150.000$
1.10. ტერორისტული აქტის დროს სერვერის ყველა ზოგადი წესი მოქმედებს.
1.11. მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან ორგანიზატორ კრიმინალურ ორგანიზაციაში, ოჯახში ან სახელმწიფო სტრუქტურაში, ეკრძალებათ ტერორისტული აქტის ადგილას დიდი ხნით ყოფნა. | სპეც.ციხე 60 წუთი.
1.12. ტერორისტული აქტის დროს აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის და მასკის გარეშე ადგილზე ყოფნა. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
1.13. ტერორისტული აქტის დროს აკრძალულია თამაშის დატოვება. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
1.14. აკრძალულია ტერორისტული აქტის გაგრძელება, როცა გამოსასყიდის მხარე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ამ შემთხვევაში მალევე უნდა დატოვოთ ტერიტორია მოთხოვნების მიღების შემდეგ. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
1.14.1. მოთხოვნების შესრულების შემდეგ მალე უნდა დატოვოთ ტერიტორია თუ ცეცხლის გახსნა მოგიწევთ არ შეიძლება მოწინამღდეგე მხარის გაცოცხლება გაძარცვა. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
1.15. დაშვებულია მძევლის სანაცვლოდ მწვანე კორიდორის მოთხოვნა 750 მეტრის მანძილზე.
განმარტება: რუკაზე უნდა მოხდეს მანძილის გადამოწმება
1.16. აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურისთვის სახელმწიფო ტალღაზე გასვლის მოთხოვნა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: Weazel News-ის შენობის აღება / Weazel News-ის ლიდერის/მისი მოადგილის გატაცება.
1.17. ადეკვატური მოთხოვნების შემთხვევაში, თუ დაიწყო გამოსყიდვის მხარემ მოთხოვნების შესრულება აკრძალულია ცეცხლის გახსნა გამოსყიდვის მხარის მიმართულებით. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხიელბა.
განმარტება: გამოსყიდვის მხარემ თუ დაიწყო მოთხოვნების შესრულება ადეკვატური მოთხოვნების საფუძველზე გეკრძალებათ სროლის წამოწყება უნდა მიყვეთ რპ სიტუაციას და მოთხოვნების დასრულების შემდეგ დატოვოთ ტერიორია
1.18. EMS ერთ თანამშრომელს აქვს უფლება შეყვეს მომლაპარაკებეელს და შეამოწმოს მძევლების ჯანმრთელობა.
1.19. კრიმინალური ორგანიზაციდან/ოჯახიდან თუ იქნება არაადეკვატური მოთხოვნები შეტაკების წამოწყება შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურას. | სპეც.ციხე 120 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: თუ მოთხოვნები არადეკვატურია ცეცხლის გახნსნა შეტაკების წამოწყება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურას კრიმინალურ ორგანიზაციას ეკრძალება პირველმა გახნას ცეცხლი.
კრიმინალური ორგანიზაციის წესები:
2.1. თითოეულ კრიმინალს უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
2.2. ნებადართულია მძევლის მოკვლა ყოველ 10 წუთში ერთხელ. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გაფრთხილება: აკრძალულია მძევლების მოკვლა მტკიცე მიზეზის გარეშე.
გამონაკლისი: მკვლელობის მიზეზი შეიძლება იყოს:
- შეურაცხყოფა.
- უხამსი ქმედებები.
- გაქცევა.
- დამნაშავის ამოცნობა.
- დაზარალებულის ხსენება სამართალდამცავ ორგანოებში შეტყობინებით.
- ძალადობით დაშინების მცდელობა.
- ათ წამზე მეტი ხნის განმავლობაში მოთხოვნების შეუსრულებლობა.
მაგალითად: მასკის მოხსნა ამოცნობის მიზნით ან სახელი გვარის ვინაობის გამხელა.
2.2.1. თუ მოთამაშე რომელიც მძევლად იყო აყვანილი გავიდა თამაშიდან ანუ გააკეთა Leave RP ეცნობება გამომსყიდველ მხარეს ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისად დაიწევს გამოსასყიდის რაოდენობა და მაგალითად თუ გყავდათ 3 მძევალი, მიგყავდათ ორი და ტოვებდით ერთს, შეგეძლებათ წაიყვანოთ 1 მძევალი და დატოვოთ 1.
დამრღვევი მოთამაშე (მძევალი) დაისჯება იმ სასჯელით რაც მოქმედებს ჩვეულებრივ LEAVE RP-ზე | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
2.3. აკრძალულია ტერორისტული აქტის დროის განზრახ გადადება. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.4. აკრძალულია გამოსასყიდის მოთხოვნა 20 წუთზე ნაკლებ დროში. | სპეც.ციხე 60 წუთი ყველა მონაწილეს.
2.5. აკრძალულია მომლაპარაკებლის მძევლად აყვანა. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
2.6. აკრძალულია მძევლის დამცირება/დაცინვა, გაშიშვლება, სიმღერა, ცეკვა ნებისმიერი ფორმით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.7. აკრძალულია ტერორისტული აქტის ტერიტორიის დატოვება მძევლებთან ერთად. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: ნებადართულია 1 მძევლის თან წაყვანა, პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ეს მძევალი უნდა იქნას დატოვებული იმ ტერიტორიაზე სადაც სრულდება მწვანე კოლიდორი.
2.8. გამომსყიდველ მხარეს უფლება აქვს ერთხელ გადაამოწმოს მძევლების მდგომარეობა და რაოდენობა.
2.9. აკრძალულია მძევალის OOC გზით მიყვანა, მძევალი უნდა გაიტაცოთ ან აიყვანოთ ტერორისტული აქტის ტერიტორიაზე IC გზით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.10. აკრძალულია თავად ტერორისტული აქტის მონაწილეების და ასევე მოკავშირეების მძევლად აყვანა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.11. აკრძალულია სხვა ფრაქციის/ოჯახის ჩაჭრა/შეტევა. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება. / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.12. შეთანხმების შემდგომ აკრძალულია შეთანხმების შეცვლა. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.13. ნებისმიერი შენობის აღებისას სავალდებულოა 30 წუთი დაელოდოთ მომლაპარაკებელ მხარეს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთვება ნებისმიერ შენობაში 30 წუთი უნდა დაელოდოთ მომლაპარაკებლ მხარეს რპ დიალოგისთვის რპ დიალოგის გარეშე ცეცხლის გახსნა ან ადგილის დატოვება აკრძალულია.
გამონაკლისი: 30 წუთში თუ არ გამოცხადდა მომლაპარაკებელი მხარე.
2.14. ტერორისტული აქტის დროს კერძოდ Human Labs ის შიდა ტერიტორიაზე აკრძალულია ლიფტის გამოყენება | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
დაზუსტება: ლიფტის მეშვეობით არ შეიძლება 0 სართულზე ჩასვლა
2.15. კრიმინალური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ყოველ მეორე ტერორისტულ აქტზე (Bank/Human Labs) წარუდგინონ სახელმწიფო სტრუქტურებს ადეკვატური მოთხოვნები, რომლებიც შეესაბამება წესების 1.9, 1.15 და 1.16 პუნქტებს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: ადეკვატური მოთხოვნები (მაქსიმუმ 3):
- გამოსასყიდი (წესი 1.9 მიხედვით)
- მწვანე კორიდორი ანუ პატრულირების გაუქმება სახმელეთო/საავიაციო (მაქს. 750მ - უსაფრთხო გასვლა)
GPS -ის არ დამონტაჟება - აკრძალულია: ჯავშანტექნიკის/ვერტმფრენის მოთხოვნა, სახელმწიფო ტალღაზე გასვლა (გარდა Weazel News), ახალი მოთხოვნების დამატება შესრულების დაწყების შემდეგ.
- მწვანე კორიდორი: უსაფრთხო გასვლის მარშრუტი 750 მ-მდე. იწყება ტერიტორიის დატოვებისას, მთავრდება 750 მ-ის გავლით ან ცეცხლის გახსნით. კორიდორის დროს სახ.სტრუქტურები ვერ ესვრიან/ადევნებენ/ბლოკავენ გზას. დასრულების შემდეგ დასაშვებია დევნა და GPS ჩაირთვება.
სახელმწიფო ორგანიზაციის წესები:
3.1. ტერორისტულ აქტზე მისვლა შეუძლია ყველა სახელმწიფო სტრუქტურას.
3.2. გამოსასყიდი მხარე ვალდებულია შეასრულოს აგრესორების ყველა ადეკვატური მოთხოვნა. | სპეც.ციხე 120 წუთი + სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: გასცეს გამოსასყიდი, მიცეს გაქცევის შესაძლებლობა და ა.შ.
შენიშვნა: აკრძალულია თავდასხმაზე გადასვლა თუ კი მოთხოვნები ადეკვატურია.
დაზუსტება: პატრულირება და მწვანე კორიდორი მაქს. 750მ. GPS არ დამონტაჟება დაშვებულია კორიდორის დროს, შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება. არაადეკვატური მოთხოვნების შემთხვევაში (წესი 3.5) დასაშვებია თავდაცვა.
3.3. მომლაპარაკებელი როლის მორგება შეუძლიათ მხოლოდ ფრაქციის მაღალჩინოსანებს.
3.4. აკრძალულია ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც მძევლების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.5. ნებადართულია თავდასხმა, თუ ტერორისტების მოთხოვნები არაადეკვატურია.
არაადეკვატური მოთხოვნების ჩამონათვალი:
- თუ გამტაცებლები ითხოვენ იმაზე მეტ გამოსასყიდს, ვიდრე ეს წესებითაა დადგენილი.
- თუ გამტაცებლებმა გასცეს უკვე ერთი მოთხოვნა რომლის შესრულებაც სახელმწიფო სტრუქტურამ დაიწყო და გამტაცებლებმა კიდევ დაამატეს წინა მოთხოვნას ახალი მოთხოვნები.
- ჯავშანტექნიკის/ვერტმფრენის და სხვა ჯავშანტექნიკის მოთხოვნა.
- „მწვანე დერეფნის“ პირობების დარღვევა.
- ანკესის, ჭიების ან სხვა არარეალური ნივთების მოთხოვნა.
- თუ აგრესორებმა გახსნეს ცეცხლი კოლონაზე/მომლაპარაკებელზე.
- მძევლების არასასიცოცხლო პირობებში ჩაყენება.
3.7. ნებადართულია ტერორისტებზე დევნა, საავტომობილო გზებზე/მაგისტრალების გადაკეტვა, ქუჩებში პატრულირება მწავანე კორიდორის გარეთ. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ 3.2 პუნქტის დაზუსტება.
3.8. მინიმუმ ერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა უპასუხოს ტერორისტულ აქტს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.9. აკრძალულია ცეცხლის გახსნა ტერორისტებზე RP დიალოგის გარეშე. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
3.10. აკრძალულია პირადი ტრანსპორტით ტერორისტულ აქტზე მისვლა. | სპეც.ციხე 60 წუთი.
გამონაკლისი: ფარული აგენტები ინფორმაციის შეგროვებისთვის.
ტერორისტული აქტი მთავარ ბანკზე:
4.1. მთავარი ბანკის ძარცვის დროს მოქმედებს სერვერის ყველა ზოგადი წესი.
4.2. ბანკზე თავდასხმის საათებია: 18:00 - 22:00. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
4.3. მთავარი ბანკის აღება ნებადართულია 7 დღეში ერთხელ. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
4.4. თავდამსხმელთა მინიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
4.5. ქალაქში მდებარე მთავარი ბანკის აღება შეუძლიათ ბანდას/არაოფიციალური ორგანიზაციას.
4.6. მთავარი ბანკის ასაღებად საჭიროა მინიმუმ 3 მძევლის ყოლა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: მძევლებს უნდა მოეპყროთ „ჰუმანურად“ რათა სახელმწიფო სტურქტურასთან მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს.
4.7. მთავარი ბანკის საცავის გასატეხად საჭიროა RP გათამაშებები.
განმარტება: /Me, /Do და /Try.
შენიშვნა: სეიფის კარი არ ტყდება 5-10 წუთში. სეიფის კარის გატეხვა უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი (25-30 წუთი), რათა სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდეთ რეაგირების დრო.
შენიშვნა: RP გათამაშებები უნდა დაადასტუროს კრიმინალური ფრაქციების მთავარმა კურატორმა/შემცვლელმა.
4.8. აკრძალულია 10 სეიფზე მეტის გატეხვა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს + თანხის განულება.
შენიშვნა: 1 სეიფი = 40.000$
4.9. თითოეული სეიფი უნდა გატყდეს შესაბამისი RP გათამაშებებით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: /Me, /Do და /Try.
4.10. თითო სეიფის გასატეხად გაქვთ მხოლოდ ერთი შანში. | სპეც.ციხე 120 წუთი.
განმარტება: თუ თქვენ სეიფის გატეხვის დროს /try ატიგროვკაში ამოგივარდათ შედეგი: წარუმატებელი ნიშანვს, რომ 10'დან დაგრჩათ 9 სეიფის გატეხვის შესაძლებლობა.
შენიშვნა: თითო სეიფზე ნებადართულია მხოლოდ 1 /try ატიგროვკის გამოყენება.
Code:
/me აგდებს ჩანთას ძირს, ხსნის მას და იღებს დრელსა და ბურღის თავებს
/me იღებს ბურღის თავს და უკეთებს დრელს
/do ბურღის თავი დრელზე გაკეთებულია.
/me მყარად დგება ფეხზე და დრელის ბურღს სეიფის საკეტის მექანიზმის მარჯვენა კუთხესთან ათავსებს
/me მთელი სხეულის სიმძიმით აწვება დრელს და იწყებს სეიფის სქელი ფოლადის გაბურღვას
/try სცადა ბურღის დაწოლით საკეტის ენის გადატეხვა. (წარმატებულად = სეიფი გატყდა | წარუმატებლად = სეიფი ვერ გარტყდა)
/do სეიფის შიგნით ისმის მეტალის ვარდნის ხმა, რაც ნიშნავს, რომ საკეტი გაიხსნა.
/me დებს ძირს დრელს
/do დრელი ძირს არის დადებული.
/me აღებს სეიფის კარს და იწყებს ფულის ჩანთაში ჩალაგებას
/do ფული ჩანთაშია ჩალაგებული.
/me კეტავს ჩანთას და იკიდებს ზურგზე
/do ჩანთა ზურგზეა მოკიდებული.
ტერორისტული აქტი Human Labs-ზე:
5.1. მაგისტრალზე მდებარე "Supply of Pharmacies" აღება შეუძლიათ ბანდას/არაოფიციალური ორგანიზაციას.
5.2. წარმატებით აღების შემთხვევაში შეგიძლიათ თან წაიღოთ 600 მედიკამენტი და 40 ნარკოტიკი თუ საცავი გატყდა.
5.3. შიგნით შენობაში მდებარე ყუტები უნდა მოათავსოთ თქვენი ფრაქციის სატვირთო ავტომობილში. (Humanlabs ყუთები/სატვირთო/სურათი)
5.4. თითო ყუთი არის 15 მედიკამენტი და 1 ნარკოტიკი გჭირდებათ,რომ 40 ყუთი ჩატვიროთ სატვირთოში.(სწორი RP გათამაშებებით).
5.5. სახელმწიფო სტუქტურებმა უნდა გადაკეტონ გამოსასვლელ/შესასვლელები.
Weazel News-ის შენმობის აღება:
აღწერა: Weazel News-ის შენობის აღება არის RP ღონისძიება, რომელიც მიზნად ისხავს მძევლების აყვანას და ასევე სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას.
6.1. Weazel News-ის შენობის აღება შეუძლია ბანდას/არაოფიციალური ორგანიზაციას.
6.2. Weazel News-ის შენობის წარმატებით აღების შემთხვევაში თავდასხმელ მხარეს უფლება აქვს მძევლად აიყვანოს ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დროს იმყოფებოდა ოფისში.
6.3. თავდამსხმელ მხარეს აქვს შესაძლებლობა გატეხოს მთავარი კომპიუტერი (2 კომპიუტერი = 4 მცდელობა /try), თუ კომპიუტერი წარმატებით გატყდა, თავდასხმელებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ სახელმწიფო ტალღა 2-ჯერ. სახელმწიფო ტალღაზე დაწერილი შეტყობინება არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და უნდა შეესაბამებოდეს სერვერის ყველა წესს.
შენიშვნა: აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურისთვის სახელმწიფო ტალღაზე გასვლის მოთხოვნა.
გამონაკლისი: Weazel News-ის შენობის აღება / Weazel News-ის ლიდერის/მისი მოადგილის გატაცება.
6.4. თავდამსხმელთა მინიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
6.5. თითოეულ კრიმინალს უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ეკეთოს მასკა. | სპეც.ციხე 60 წუთი / მასიური დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება ლიდერს.
6.6. ნებადართულია მწვანე დერეფნის მოთხოვნა, რომლის სიგრძე (გზებზე) არ აღემატება 750 მეტრს.
6.7. Weazel News-ის შენობის ხელში ჩაგდება შესაძლებელია მხოლოდ მთავარი შესასვლელით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
Last edited: