- Joined
- Jan 28, 2026
- Messages
- 1
| სახელი (IRL) : | Nika |
| ასაკი: | 19 |
| Discord: | cysnh1 |
| Discord ID: | |
| #UID 1 | - |
| #UID 2 | - |
| #UID 3 | - |
| დღიური საშუალო Online | 5-4 საათი |
1. შენი აზრით, რას ნიშნავს იყოს ადმინისტრატორი RolePlay სერვერზე — რა არის მისი რეალური როლი?
ჩემი აზრით, ადმინისტრატორი სერვერზე ნიშნავს არა ძალაუფლებას, არამედ პასუხისმგებლობას, წესების დაცვას და სამართლიან გარემოს შექმნას მოთამაშეებისთვის.
2. რატომ ფიქრობ, რომ ადმინისტრატორის სტატუსი არ ნიშნავს ძალაუფლებას მოთამაშეებზე? ეთანხმები ამ მოსაზრებას თუ არა?
ადმინისტრატორს აქვს უფლებამოსილება წესების დაცვისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ძალაუფლებას მოთამაშეებზე. მისი მიზანია სამართლიანობა და წესრიგის შენარჩუნება. ეთანხმები ამ მოსაზრებას.
3. რა არის ადმინისტრატორის ძალაუფლების ყველაზე დიდი საფრთხე პრაქტიკაში?
ყველაზე დიდი საფრთხე არის ემოციებზე ან პირად ინტერესებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება, რაც ამცირებს RP-ს ხარისხს და აზიანებს სერვერის ატმოსფეროს.
4. წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც წესის შესრულება ეწინააღმდეგება შენს ემოციას ან პირად აზრს. როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას ასეთ დროს?
ასეთ დროს გადაწყვეტილებას ვიღებ წესებზე დაყრდნობით, არა ემოციებზე.
5. თუ მიხვდი, რომ შეცდომა დაუშვი ადმინისტრატორის როლში — რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი?
პირველი ნაბიჯი იქნება შეცდომის აღიარება, შემდეგ მისი გამოსწორება და სიტუაციის სამართლიანი გადაჭრა.
6. დაასახელე ქმედება, რომელსაც არასდროს გააკეთებდი ადმინისტრატორის პოზიციაზე, თუნდაც ამის სრული შესაძლებლობა გქონდეს.
არასდროს გამოვიყენებ უფლებამოსილებას პირადი ინტერესებისთვის — შურისძიებისთვის, მეგობრის დასაცავად ან მოთამაშის დაჩაგვრისთვის.
7. შენი სიტყვებით: რას ნიშნავს ხარისხიანი RolePlay და რა განასხვავებს მას უბრალო თამაშისგან?
ხარისხიანი RolePlay არის რეალისტური და თანმიმდევრული თამაში პერსონაჟის მიხედვით, სადაც პატივს სცემენ ისტორიას და სხვებს. ეს განსხვავდება უბრალო თამაშისგან, სადაც მოქმედებები სპონტანურია.
8. მოთამაშე გწერს რეპორტში მკაცრი ტონით, გაღიზიანებულია და კონფლიქტურად გესაუბრება. როგორ იწყებ კომუნიკაციას?
კომუნიკაციას ვიწყებ მშვიდი და ნეიტრალური ტონით, ვადასტურებ, რომ მისი პრობლემა გასაგებია, ვთხოვ დეტალებს და შევეცდები რაც შეიძლება სწრაფად დავეხმარო.
9. როგორ ფიქრობ, რა არის სწორი ბალანსი სიმკაცრესა და ადამიანურ მიდგომას შორის ადმინისტრაციაში?
ბალანსი არის სიმკაცრე წესებში და ადამიანურობა კომუნიკაციაში. წესები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, თუმცა დამოკიდებულება უნდა იყოს პატივისცემით.
10. რატომ გადაწყვიტე Junior Administrator-ზე განაცხადის გაკეთება სწორედ ახლა და არა მომავალში?
იმიტომ, რომ მინდა აქტიურად შევიტანო წვლილი სერვერის განვითარებაში და მქონდეს შესაძლებლობა უკვე ახლა გამოცდილება მივიღო.
11. დაასახელე:
— შენი მთავარი ძლიერი მხარე, რომელიც დაგეხმარება ადმინისტრატორის საქმიანობაში;
— ერთი სუსტი მხარე, რომელზეც მუშაობა დაგჭირდება.
ძლიერი მხარე: პასუხისმგებლობა და სამართლიანობა.
სუსტი მხარე: ზოგჯერ ზედმეტად კეთილი ვარ, რაც შეიძლება კონფლიქტების მართვაში დაბრკოლება იყოს.
12. გაქვთ თუ არა ადმინისტრატორობის გამოცდილება?
მაქვს
12. გაქვთ თუ არა გამოცდილება C/D.Curator-ის შესაბამისი და გსურთ ამ პოზიციის დაკავება, თუ კი მაშინ დააკონკრეტეთ რომლის:
მაქვს D/Crime გამოცდილება შესაბამისად მაქვს ყველა დაბალი რანკის გამოცდილება კურატორობის ჩათვლით და ვთვლი რომ კარგად გავართმევ თავს.