სერვერის წესები ზოგადი წესები

ზოგადი ინფორმაცია
1.1. სერვერი ფუნქციონირებს RolePlay (RP) რეჟიმში და წარმოადგენს რეალური სამყაროს სიმულაციას. თამაშის გარემო და სიუჟეტი აგებულია ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრების მოდელზე, შტატი Los Santos ში, რაც მოიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართლებრივ სისტემას და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას.
1.2. სერვერზე მოქმედი დრო შეესაბამება საქართველოს დროის სარტყელს და გამოიყენება ყველა RolePlay პროცესის დროს.
1.3. სერვერზე რეგისტრაციის ან თამაშის გაგრძელებით მოთამაშე ავტომატურად ადასტურებს, რომ გაეცნო პროექტის ყველა წესს და ეთანხმება მათ შესრულებას. წესების არ ცონდა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან.
1.4. ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მოთამაშის ანგარიშზე ან ქონებაზე მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირების ქმედებით, თაღლითობით, გატეხვით ან მოთამაშის დაუდევრობით.
1.5. მთავარი ადმინისტრატორი/მენეჯმენტი/პროექტის გუნდი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ სიტუაციაში, გასცეს ნებისმიერი სასჯელი, ნებისმიერი დროით.
შენიშვნა: რიგით ადმინისტრატორებს ამ პუნქტით სარგებლობის უფლება არ აქვთ და ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ მხოლოდ დადგენილი რეგლამენტით.
1.6. იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული სიტუაცია პირდაპირ არ არის აღწერილი წესებში, მთავარი ადმინისტრატორი/მენეჯმენტი/პროექტის გუნდი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთო რეგლამენტისა და სერვერის ინტერესებიდან გამომდინარე.



ანგარიშის გამოყენების წესები

2.1. ანგარიშის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა​

2.1.1. მოთამაშე პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე, პაროლზე და უსაფრთხოებაზე.
2.1.2. აკრძალულია სხვა მოთამაშის ანგარიშზე შესვლა, გატეხვა ან მსგავსი მცდელობა. | BAN 31 დღე – სამუდამო.
2.1.3.
აკრძალულია ანგარიშის გადაცემა, დროებითაც კი (გათხოვება/მინდობა/“ერთი საათით შემოდი”). | BAN – სამუდამო.
2.1.4.
აკრძალულია ანგარიშის გაყიდვა/გაცვლა/დაგირავება. | BAN – სამუდამო.



2.2. მრავალ-ანგარიშები და “საკუთარ თავთან თამაში”​

2.2.1. აკრძალულია ერთზე მეტი ანგარიშის ფლობა/გამოყენება. | BAN – სამუდამო.
განმარტება: 1 ანგარიშზე დასაშვებია მაქსიმუმ 3 პერსონაჟი.
განმარტება: 1 კომპიუტერი = 1 აქაუნთს , არ დაიშვება "ეს ჩემი ძმის აქაუნთია" და ა.შ თუ რეალურად თქვენ თამაშობთ მასზე



2.3. ფინანსები, ტრანზაქციები და ბაზრის წესები​

2.3.1. აკრძალულია თამაშის ქონების/ვალუტის/სერვისის რეალურ ფულზე ყიდვა/გაყიდვა/ცდა/რეკლამა. | BAN – სამუდამო.
2.3.2.
აკრძალულია დღეში 4,000,000 -ზე მეტი ღირებულების გადაცემა/მიღება. | BAN 30 დღე + პერსონაჟის გასუფთავება.
განმარტება: აკრძალულია ფუნქციონალის გვერდის ავლით გადაცემა (კაზინო, გაცვლის მენიუ, სხვა ხრიკები და ა.შ.).
2.3.3. ნებისმიერი ქონების გადაცემა უნდა შესრულდეს ოფიციალური Trade/სისტემის გზით. | დარღვევა განიხილება როგორც წესების & ფუნქციონალის გვერდის ავლა.
2.3.4. აკრძალულია გარიგება, რომელიც ბაზრის ფასს აშკარად არ შეესაბამება (ფეიკ-გაყიდვები/ფასის ხელოვნური დაწევა). | BAN 30 დღე – სამუდამო.
მაგალითი: 20M სახლის “გაყიდვა” 1M-ად; 4M+ მანქანის უფასოდ გადაცემა.



2.4. პერსონაჟები და ორგანიზაციები​

2.4.1. აკრძალულია ერთზე მეტ ორგანიზაციაში ყოფნა სხვადასხვა პერსონაჟით. | გაფრთხილება.
მაგალითი: 1 პერსონაჟით LSPD და მეორეთი FIB; 1 პერსონაჟით VAGOS და მეორეთი BALLAS.
განმარტება: აკრძალულია 1 პერსონაჟით იყოთ კრიმინალურ ფრაქციაში ხოლო მეორე პერსონაჟით სახელმწიფო სტრუქტურაში.
შენიშვნა: აკრძალულია ორი სხვადასხვა პერსონაჯით კაპტების თამაში.
2.4.2. აკრძალულია თქვენთვის საპირისპირო სქესის პერსონაჟის შექმნა/თამაში. | სპეც.ციხე ცვლილებამდე.
2.4.3.
აკრძალულია პერსონაჟის წაშლა/შეცვლა სასჯელის თავიდან ასაცილებლად. | BAN 30 დღე.



2.5. სახელები და იდენტობა​

2.5.1. აკრძალულია მეტსახელები/სახელები, რომლებიც:

  • არ შეესაბამება პერსონაჟის სქესს ან რეალობას
  • შეიცავს უხამსობას/შეურაცხყოფას/რასიზმს/დისკრიმინაციას
  • შეიცავს 2-ზე მეტ ერთნაირ სიმბოლოს ზედიზედ
  • არის ისტორიული ფიგურების სახელები
2.5.2. თუ მოთამაშე არ არის ოფიციალურ ოჯახში, ეკრძალება არსებული ოჯახის გვარის გამოყენება. | სპეც.ციხე შეცვლამდე.
2.5.3. შეურაცხმყოფელი/უხამსი/რასისტული სახელების შემთხვევაში შესაძლებელია მკაცრი სანქცია. | BAN/HARDBAN 90 დღე
2.5.4. აკრძალულია სახელში ადმინისტრაციის/მოდერაციის იმიტაცია ან მსგავსი სტილის გამოყენება, რაც მოთამაშეებს შეცდომაში შეიყვანს. | BAN 10 დღიდან - 30 დღემდე.
2.5.5. როდესაც მოთამაშე აღმოჩნდება სპეც.ციხეში ChangeName-ზე მას არ აქვს უფლება ხელმეორედ გამოიყენოს არარეალური/შეუსაბამო სახელი. | BAN 1 დღიდან - 5 დღემდე.


2.6. ბიზნესი და ქონების გამოყენება​

2.6.1. აკრძალულია ბიზნესის/ქონების ფლობა სათამაშო აქტივობის გარეშე. | ბიზნესის ჩამორთმევა.
განმარტება: აქტივობა არის რეალური თამაში (RP, ურთიერთობა, მისია, სროლა, შესყიდვები და ა.შ.). არ ითვლება: გადასახადები, შეკვეთები, AFK.
2.6.2. აკრძალულია ერთ ანგარიშზე ერთზე მეტი ბიზნესის ფლობა. | ბიზნესების ჩამორთმევა + BAN 7 დღე.
2.6.3.
აკრძალულია სხვა მოთამაშის მანქანის საბარგულიდან/საცავიდან ნივთების ამოღება ნებართვის გარეშე. | BAN 31 დღე – სამუდამო.
2.6.4.
აკრძალულია სხვისი ქონების “დაზიანება/გადატანა/დამალვა” ხუმრობითაც კი | BAN 7 დღიდან - 31 დღემდე.


თამაშის პროცესის დებულებები

3.1. ზოგადი წესები​

3.1.1. მოთამაშე ვალდებულია დაიცვას RolePlay ლოგიკა და იმოქმედოს რეალისტურად საკუთარი პერსონაჟის როლის შესაბამისად.
3.1.2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს RP პროცესს, თამაშის ბალანსს ან ქმნის უსამართლო უპირატესობას.



3.2. აკრძალული პროგრამები და სისტემის ბოროტად გამოყენება​

3.2.1. აკრძალულია ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის, მოდიფიკაციის ან სკრიპტის გამოყენება, რომელიც იძლევა უპირატესობას სხვა მოთამაშეებთან შედარებით. | BLOCK 45 დღე – სამუდამო.
3.2.2.
აკრძალულია სერვერის ბაგების ან სისუსტეების გამოყენება (BugUse). | სპეც.ციხე 150 წუთი / BAN 3 დღე / BLOCK.
3.2.3.
აკრძალულია სერვერის ფუნქციონალის გვერდის ავლა ნებისმიერი გზით. | სპეც.ციხე 150 წუთი / გაფრთხილება / BAN 30 დღიდან – 90 დღემდე + გასუფთავება.



3.3. არასათამაშო, პროვოკაციული და ამორალური ქმედებები​

3.3.1. აკრძალულია მოთამაშეების პროვოცირება, წაქეზება ან წესების დარღვევისკენ მიყვანა. | სპეც.ციხე 90 წუთი / BAN 5 დღე.
3.3.2.
აკრძალულია Troll ქმედებები, არასერიოზული მოქცევა ან RP პროცესის განზრახ ჩაშლა. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
3.3.3.
აკრძალულია BAD Character-ის თამაში, სახელმწიფო სტრუქტურის ან სხვა როლის ბოროტად გამოყენება. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
3.3.4.
აკრძალულია ამორალური, შეურაცხმყოფელი ან სექსუალური ხასიათის ქმედებები მოთამაშეების მიმართ. | BAN 7 დღიდან - 31 დღემდე / BLOCK.
გამონაკლისი: სექსუალური ანიმაციები დასაშვებია მხოლოდ ორმხრივი თანხმობით.



3.4. სახელმწიფო სტრუქტურები და სამოქალაქო პერსონალი​

3.4.1. სამუშაო საათებში აკრძალულია დანაშაულებრივი ქმედებები EMS-ის, Weazel News-ის, ტაქსისა და ავტობუსის მძღოლების მიმართ. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება
შენიშვნა: EMS თანამშრომელი უნდა იყოს ფორმაში.



3.5. დანაშაულებრივი მოქმედებები და ეკონომიკური დარღვევები​

3.5.1. ნებისმიერი OOC მოტყუება აკრძალულია. 50,000$-ზე მეტი ზიანი ავტომატურად ითვლება OOC თაღლითობად. | BLOCK 15 დღე – სამუდამო.
3.5.2.
აკრძალულია OOC მოტყუება RP სიტუაციის გასათამაშებლად. | BAN 3 დღე.



3.6. ფრაქციები, ორგანიზაციები და სროლები​

3.6.1. აკრძალულია ფრაქციის ბალანსის ან საწყობის განზრახ დაცარიელება. | BAN 3 დღიდან - 30 დღემდე / Block.
3.6.2. აკრძალულია ფრაქციის რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენება. | BAN 3 დღიდან - 31 დღემდე + ინვენტარის განულება.
3.6.3.
აკრძალულია სროლის დროს მოთამაშის გაცოცხლება ან გაძარცვა. | სპეც.ციხე 60 წუთი.
3.6.4.
ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება იარაღის გამოყენებით უნდა განხორციელდეს ნიღბით. | სპეც.ციხე 60 წუთი.
გამონაკლისი: გეტო — ნიღბის გამოყენება სავალდებულო არ არის.
3.6.5. აკრძალულია მოთამაშის ძარცვა ან გატაცება კრიმინალური ფრაქციის ან არაოფიციალური ორგანიზაციის გარეშე. | სპეც.ციხე 60 წუთი + გაფრთხილება.
3.6.6.
აკრძალულია მოთამაშის ძარცვა/გატაცება და კრიმინალური ქმედება კრიმინალური ფრაქციის გარეშე. (ბანდა/არაოფიციალური ორგანიზაცია) | სპეც.ციხე 60 წუთი + გაფრთხილება.
გამონაკლისი:
სროლა


3.7. ღონისძიებები და ვიზუალური წესები​

3.7.1. აკრძალულია ივენთის მიმდინარეობის დროს არეულობის გამოწვევა ან პროცესის ჩაშლა. (Event Troll) | MUTE 60 წუთი / სპეც.ციხე 60 წუთი.
3.7.3. აკრძალულია პირადი ტრანსპორტის ვიზუალური მიმსგავსება სახელმწიფო სტრუქტურის ავტომობილთან. | ვინილის გაუქმება.



RP გათამაშებები

4.1. RP პროცესში გამოიყენება შემდეგი ბრძანებები:
  • /me — პერსონაჟის მოქმედების აღწერა
  • /do — გარემოება ან მოქმედების შედეგი
  • /try — შესაძლო შედეგი (წარმატება / წარუმატებლობა)

4.2. აკრძალულია /me /do /try ბრძანებების არასწორად გამოყენება. | MUTE 60 წუთი.
4.3.
აკრძალულია /do ბრძანებაში სიცრუის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითება. | სპეც.ციხე 90 წუთი / BAN 3 დღე.
4.4.
/try ბრძანების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, ერთი მოთამაშის მიმართ ერთ RP სიტუაციაში.
4.5. ხმოვანი ჩატით დასაშვებია მხოლოდ მარტივი ფუნქციური მოქმედებების გათამაშება (მაგ: ბორკილები, გაჩხრეკა). | სპეც.ციხე 60 წუთი.
4.6.
მოქმედებებს, რომლებიც ავტომატურად იწერება სისტემის მიერ, ხელით გათამაშება არ სჭირდება.
4.7. თუ მოქმედება ავტომატურად არ აისახება ტექსტურად, მოთამაშე ვალდებულია გაათამაშოს იგი ხმოვანი ჩატით. | სპეც.ციხე 60 წუთი.
4.8.
აკრძალულია /me ან /do გამოყენება RP სიტუაციაში უპირატესობის მისაღებად, ასევე საკუთარი თავის დაზიანების გათამაშება. | სპეც.ციხე 60 წუთი / BAN 3 დღე.
4.9.
აკრძალულია /Me და /Do ჩათის გამოყენებით გათამაშებული საბუთების გამოყენება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. | სპეც.ციხე 90 წუთი / BAN 3 დღე.
განმარტება: საბუთების გათამაშების შემთხვევაში მოთამაშეს ეძლევა 24 საათი აღნიშნული პრივილეგიის გამოსაყენებლად 24 საათის გადაცილების შემთხვევაში გათამაშება ავტომატურად გაუქმდება.


კომუნიკაციის წესები

5.1. სერვერის საყოველთაოდ აღიარებული ენა არის ქართული. RP პროცესში კომუნიკაცია უნდა მიმდინარეობდეს ექსკლუზიურად ქართულ ენაზე. | MUTE 60 წუთი.
5.2.
CapsLock-ის გამოყენება აკრძალულია. | MUTE 30 წუთი.
5.3.
აკრძალულია ნებისმიერი სახის ცენზურის დარღვევა ნებისმიერ ჩათში (IC/OOC/VOICE/FRAC). | MUTE 300 წუთი.
5.3.1.
აკრძალულია კონფლიქტის გამომწვევი კომუნიკაცია, პროვოკაცია ან დაძაბულობის განზრახ შექმნა. | MUTE 300 წუთი.
5.4.
აკრძალულია შეურაცხყოფა ნებისმიერ ჩათში (IC/OOC/VOICE) ნებისმიერი ფორმით — პირდაპირი ან ირიბი. | BAN 3 დღიდან - 15 დღემდე.
5.4.1.
აკრძალულია ოჯახის წევრის შეურაცხყოფა/ხსენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში (ნებისმიერ ჩათში). | BAN 7 დღიდან - 31 დღემდე.
5.5.
ფლუდი აკრძალულია — 3 ან მეტი განმეორებითი შეტყობინება მოკლე დროში. | MUTE 60 წუთი.
5.6.
ხმოვანი ჩატი არის IC ჩატი. ნებისმიერი OOC ინფორმაცია ხმოვან ჩატში აკრძალულია. | MUTE 120 წუთი.
5.7.
აკრძალულია რასისტული განცხადებები ან ადამიანის წარმოშობის მიხედვით დისკრიმინაცია. | BAN 3 დღიდან - 15 დღემდე / BLOCK.
5.8. აკრძალულია Voice Changer ის გამოყენება | MUTE 120 წუთი / განმეორების შემთხვევაში სპეც.ციხე 120 წუთი ან BAN 1 დღე



ადმინისტრაციასთან და მოთამაშეებთან კომუნიკაციის წესები

6.1. რეპორტის სისტემა გამოიყენება მხოლოდ კითხვების, ტექნიკური პრობლემების ან წესების დარღვევის შესატყობინებლად. | REPORT MUTE 120 წუთი.
შენიშვნა: აკრძალულია ადმინისტრატორის გამოძახება ბენზინის ჩასასხმელად, მანქანის გასაკეთებლად, სიცოცხლის მოსამატებლად, დანოკილზე ასაყენებლად და ა.შ. | REPORT MUTE 120 წუთი.
განმარტება: რეპორტში შეტყობინება როგორიცაა "ადმინ მოდი" არ განიხილება — დეტალურად მიუთითეთ პრობლემა.
6.2. აკრძალულია ადმინისტრაციის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება/შეურაცხყოფა/მოტყუება/პროვოკაცია/დისკრედიტაცია. | BAN 3 დღიდან - 60 დღემდე / BLOCK.
განმარტება: თუ ადმინისტრატორი არაადეკვატურად იქცევა — გასაჩივრება ხდება მხოლოდ ოფიციალურ პლატფორმაზე (ფორუმი/Discord), შესაბამის განყოფილებაში.
6.3. აკრძალულია პროექტთან დაკავშირებით დესტრუქციული ან მიზანმიმართული ქმედებები (ანტიპიარი, დეზინფორმაცია, მოთამაშეების გადაბირება, სერვერის დესტაბილიზაცია და ა.შ.). | BAN 15 დღე - სამუდამო / BLOCK.
6.4.
სერვერის ადმინისტრატორის იმიტაცია აკრძალულია (სახელით/გვარით/ქცევით მოთამაშეთა შეცდომაში შეყვანა). | BLOCK.



ტერმინები და მათი აღწერა

NRD (NonRP Drive) — არარეალურად ტრანსპორტის მართვა. | სპეც.ციხე 60 წუთი.
DB
(Drive By) — სხვა მოთამაშეზე ტრანსპორტით გამიზნულად შეჯახება. | სპეც.ციხე 60 წუთი.
CR
(Car Ramming) — სხვა ტრანსპორტზე გამიზნულად შეჯახება. | სპეც.ციხე 60 წუთი.
RK
(Revenge Kill) — შურისძიების მიზნით მოკვლა და იგივე RP სიტუაციაში დაბრუნება, სადაც პერსონაჟი მოკვდა. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
მაგალითი: თუ მოკვდით და გაჩნდით საავადმყოფოში, აკრძალულია დაბრუნება მკვლელობის ადგილზე, თუ არ არის გასული 15 წუთი.
SK (Spawn Kill) — მოკვლა/ზიანის მიყენება ორგანიზაციის ტერიტორიაზე, სახლში, გამოსასვლელში და მიმდებარედ. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
PG
(PowerGaming) — არარეალური შესაძლებლობების მინიჭება/შიშის არქონა სიცოცხლის საფრთხისას. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
MG
(MetaGaming) — OOC ინფორმაციის IC-ში გამოყენება. | MUTE 120 წუთი / სპეც.ციხე 60'დან - 180 წუთამდე.
მაგალითი: Discord/სოც.ქსელების პირადი შეტყობინებებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება თამაშში.
DM (DeathMatch) — მკვლელობა/ზიანის მიყენება IC მიზეზის გარეშე. | სპეც.ციხე 120 წუთი.
DM IN GZ
— მკვლელობა/ზიანის მიყენება მწვანე ზონაში. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
MASS DM
— მასობრივი მკვლელობა/ზიანის მიყენება. | BAN 3 დღე + გაფრთხილება.
BU
(BugUse) — სერვერის ხარვეზების გამოყენება. | სპეც.ციხე 150 წუთი / BAN 3 დღიდან - 7 დღემდე / Block.
RP AVOID
— RP სიტუაციის თავიდან აცილება/იგნორირება. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.
მაგალითი: გატაცების/ძარცვის იგნორირება, წყალში გაქცევა ან ინტერიერში დამალვა RP სიტუაციის დროს.
LEAVE RP — RP სიტუაციის დროს თამაშიდან გასვლა. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება.
NonRP Action
— RP სიტუაციაში არარეალური მოქცევა. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
NonRP COP
— სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან არარეალური ქმედება RP სიტუაციაში. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
Fear RP
— შიშის არ თამაში სიცოცხლის საფრთხისას. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება.
AR
(Amoral Rule) — ამორალური ქმედებები/ანიმაციები/შეურაცხმყოფელი ინტერაქცია. | სპეც.ციხე 150 წუთი + გაფრთხილება / BAN 5 დღიდან - 15 დღემდე.
PA
(Provocative Actions) — პროვოკაციული ქმედებები/დაბეითება გასართობად. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე / BAN 1 დღიდან - 3 დღემდე.
TK
(TeamKill) — თანაგუნდელის განზრახ/უგუნურად მოკვლა. | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
უგუნო მდგომარეობაში საუბარი
— უგონო/დაცემულ მდგომარეობაში საუბარი. | MUTE 60 წუთი / განმეორების შემთხვევაში 120 წუთი.
LOOT RP -
აკრძალულია სროლის დროს იარაღის/ტყვიების ან ბრონიჟილეტის მიწიდან აღება. | სპეც.ციხე 60 წუთიდან - 120 წუთამდე.
დაზუსტება:
როდესაც ხელში გიჭირავთ იარაღი და იღებთ ძირს დავარდნილ ნივთს LOOT RP'ს ტოლფასია.
SP (SoundPad) — ხმოვან ჩატში მუსიკის/ხმის ჩართვა პროგრამით. | MUTE 60 წუთი / განმეორების შემთხვევაში 120 წუთი.
გამონაკლისი: არახალხმრავალი ადგილი.
 
Last edited by a moderator:
Back
Top