| სახელი (IRL) : | გეგა |
| ასაკი: | 16 |
| Discord: | truxa8 |
| Discord ID: | 943596426322145371 |
| #UID 1 | პასუხი |
| #UID 2 | პასუხი |
| #UID 3 | პასუხი |
| დღიური საშუალო Online | 5-6 |
კითხვები:
1. შენი აზრით, რას ნიშნავს იყო ადმინისტრატორი RolePlay სერვერზე — რა არის მისი რეალური როლი?
[პასუხი] ჩემი აზრით პირველ რიგში ესაა დიდი პასუხისმგებლობა ადმინის როლი არ არის დასჯა არამედ სამართლიანი და კარგი გარემოს შექმნა მოთამაშეთათვის წესრიგის დაცვა და მოთამაშისთვის წესებით დაცული გარემოს შექმნა.
2. რატომ ფიქრობ, რომ ადმინისტრატორის სტატუსი არ ნიშნავს ძალაუფლებას მოთამაშეებზე? ეთანხმები ამ მოსაზრებას თუ არა?
[პასუხი] ადმინისტრატორობა ძალაუფლებას არ ნიშნავს ადმინობა არა ძალაუფლებაში არამედ პასუხისმგებლობაში გამოიხატება
ადმინისტრატორი უნდა ემსახურებოდეს სერვერს და არა მართავდეს მოთამაშეებს პირადი სურვილებით. სრულად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
3. რა არის ადმინისტრატორის ძალაუფლების ყველაზე დიდი საფრთხე პრაქტიკაში?
[პასუხი] ყველაზე დიდი საფრთხე არის ის რომ როდესაც ადმინისტრატორი იწყებს პირადი დამოკიდებულებით მოქმედებას და არა წესებით, ეს ყველაფერი სამართლიანობას და სერვერის რეპუტაციას ანადგურებს.
4. წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც წესის შესრულება ეწინააღმდეგება შენს ემოციას ან პირად აზრს. როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას ასეთ დროს?
[პასუხი] ასეთ დროს ემოციას გვერდზე გადავდებ და დავეყრდნობი წესებს. ადმინისტრატორის პოზიცია ითხოვს ობიექტურობას. თუ საჭიროა, სხვა ადმინისტრატორთანაც გადავამოწმებ გადაწყვეტილებას რომ მაქსიმალურად სამართლიანი იყოს ყველაფერი.
5. თუ მიხვდი, რომ შეცდომა დაუშვი ადმინისტრატორის როლში — რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი?
[პასუხი] პირველ რიგში ვაღიარებ შეცდომას შემდეგ შევეცდები სიტუაციის გამოსწორებას და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშსაც მოვუხდი მოთამაშეს.
ადმინობა არ ნიშნავს ვინმეზე მაღლა დგომას.
6. დაასახელე ქმედება, რომელსაც არასდროს გააკეთებდი ადმინისტრატორის პოზიციაზე, თუნდაც ამის სრული შესაძლებლობა გქონდეს.
[პასუხი] არასდროს გამოვიყენებდი ადმინისტრატორის უფლებებს პირადი სარგებლისთვის მაგალითად მეგობრის დაცვა წესების დარღვევის დროს ან მოთამაშის დასჯა პირადი კონფლიქტის გამო.
7. შენი სიტყვებით: რას ნიშნავს ხარისხიანი RolePlay და რა განასხვავებს მას უბრალო თამაშისგან?
[პასუხი] ხარისხიანი RolePlay არის რეალისტური ლოგიკური და ემოციურად დამაჯერებელი ქმედებები სადაც მოთამაშე სრულად შედის თავის როლში
ხოლო უბრალო თამაშისგან იმით განსხვავდება რომ პერსონაჟი ვითარდება აქვს თავისი ისტორია და იღებს რეალისტურ გადაწყვეტილებებს რასაც შეასრულებს.
8. მოთამაშე გწერს რეპორტში მკაცრი ტონით, გაღიზიანებულია და კონფლიქტურად გესაუბრება. როგორ იწყებ კომუნიკაციას?
[პასუხი]პირველ რიგში მოვუსმენ და ვაჩვენებ რომ მისი პრობლემა მნიშვნელოვანია აგრესიულ ტონზე აგრესიით არ ვუპასუხებ ჩემი მიზანი სიტუაციის დამშვიდებაა და არა გამწვავება ეს ერთერთი მთავარი რამაა.
9. როგორ ფიქრობ, რა არის სწორი ბალანსი სიმკაცრესა და ადამიანურ მიდგომას შორის ადმინისტრაციაში?
[პასუხი]სიმკაცრე საჭიროა წესების დაცვისთვის მაგრამ ადამიანური მიდგომა აუცილებელია მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობისთვის და ურთიერთობის გაღრმავებისთის ადმინისტრატორის ეს კარგი მიდგომა კი აისახება სერვერის სახეზეც.
10. რატომ გადაწყვიტე Junior Administrator-ზე განაცხადის გაკეთება სწორედ ახლა და არა მომავალში?
[პასუხი] იმიტომ რომ სრუილად მზად ვარ რომ გავხდე ჯუნიორ ადმინისტრატორი მივიღო სხვა ადმინისტრატორებისგან ის გამოცდილება რაც არ ვიცი და წვლილი შევიტანო სერვერის განვითარებაში.
11. დაასახელე:
- შენი მთავარი ძლიერი მხარე, რომელიც დაგეხმარება ადმინისტრატორის საქმიანობაში;
- სიმშვიდე და ობიექტურობა კონფლიქტურ სიტუაციებში.
- და ერთი სუსტი მხარე, რომელზეც მუშაობა დაგჭირდება.
- ზოგჯერ ზედმეტად დიდ დროს ვხარჯავ დეტალების გადამოწმებაზე, თუმცა ვმუშაობ დროის უკეთ მართვაზე.
[პასუხი]ოფიციალური ადმინისტრატორობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა კარგად ვიცნობ წესებს, ხშირად ვეხმარები მოთამაშეებს და მზად ვარ სწრაფად ვისწავლო და პასუხისმგებლობით მივუდგე ამ როლს ამიტომაც ვავსებ ვაკანსიას JR.ADMINISTRATOR -ზე და იმედი მაქვს რომ კარგ გარემოში თავს გავართმევ ყველაფერს.