ვარ FIB-ის თანამშრომელი და მქონდა RP სიტუაცია გეტოში. დამიჭირეს რამდენიმე მოთამაშემ და წესების სახელით დაიწყეს ჩემზე ისეთი რაღაცის დაძალება, რაც ჩემი აზრით საერთოდ არ ჯდებოდა არც ნორმალურ RP-ში და არც ადამიანურ ჩარჩოებში. პირდაპირ ამორალურ ქმედებას მაძალებდნენ.ბუნებრივია, არ დავემორჩილე, რადგან არ ვთვლი სწორად მსგავს რაღაცაზე თამაშს, მით უმეტეს როცა სერვერის წესებსაც სცდება. ამის მერე, ადმინისტრატორი სრულ სიტუაციას არ დასწრებია — მთლიან პროცესს არ უნახავს რა და როგორ მოხდა — და ისე ჩამსვა დემორგანში, პლუს ვარნიც დამადო.