ელოდება განხილვას RP ბიოგრაფია | James Ensford

Ensford

New member
Joined
Feb 7, 2026
Messages
2
სახელი-გვარი: James Ensford


ასაკი:30
ოჯახური მდგომარეობა:დასაოჯახებელი
მამა: Ron_Ensford
დედა: Meslisa_Carter
ეროვნება:ამერიკელი
საცხოვრებელი ადგილი: Los Santos
გარეგნობა
სიმაღლე: 1.78
წონა: 95.2
თმის ფერი: შავი
წვერის ფერი: უწვერო
თვალის ფერი: თაფლის ფერი
აღნაგობა:ათლეტური
ხასიათი: ერთგული,მიზანდასახული,მკაცრი,შეუდრეკელი,შედეგზე ორიენტირებული.



მამა Ron Ensford დაიბადა Los Santos-ში. ბავშვობიდანვე პოლიციელობა უნდოდა და ეს ოცნება საბოლოოდ აისრულა.
დიდხანს მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში ჯარსა და პოლიციაში, სწორედ სამსახურის პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე საავადმყოფოში რეაბილიტაციის პერიოდში მან ექიმი გაიცნო სახელად Melisa. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი ურთიერთობა უფრო სერიოზულში გადაიზარდა და დაოჯახდნენ.


დედა კი Meslisa_Carter, გერმანელი მანდილოსანი გახლდათ. მისი სახე ყოველთვის მკაცრი იყო; სიცილი შვილმაც კი იშვიათად ნახა. James გაიზარდა სახლში, სადაც სიყვარულზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ, მაგრამ წესრიგი მკაცრი იყო. ოჯახში ხშირი იყო დაძაბულობა, რამაც სამომავლოდ დიდი როლი ითმაშა James ფსიქიკის ჩამოყალიბებაში.


James Ensford დაიბადა Los Santos - ში 1996 წელს. მამა — Ron Ensford, ყოფილი პოლიციელი, დედა — Melisa, ექიმი. ბავშვობის ადრეულ წლებში James დიდ დროს ატარებდა მშობლებთან. ხშირად უსმენდა მამამისის ისტორიებს სამსახურისა და კრიმინალებთან ბრძოლის შესახებ, რამაც მასში ცხოვრების მიზანი გააჩინა — გამხდარიყო პოლიციის ოფიცერი.
ოჯახი ცხოვრობდა დიდ და ლამაზ სახლში, რომელიც ბაბუისგან მემკვიდრეობით იყო მიღებული.


James-მა გადაწყვიტა მამის კვალს გაჰყოლოდა. დაამთავრა იგივე სკოლა და იგივე უნივერსიტეტი, რაც მამამ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა Los Santos Police Academy-ში. მისი ოცნება ახდა — მრავალწლიანი შრომის შემდეგ მან მიზანს მიაღწია.
ცოდნის გაღრმავების მიზნით წავიდა სამხედრო გადამზადებაზე, რის გამოც მშობლებთან ხშირი კონტაქტი აღარ ჰქონდა. აკადემიაში ერთ-ერთ გამორჩეულ კადეტად ითვლებოდა, ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა და ხელმძღვანელების მხრიდან დიდ ნდობას იმსახურებდა.
ამ პერიოდში ოჯახი უკვე დაძაბულ გარემოში ცხოვრობდა. მამა, Ron Ensford, წარსული სამსახურის გამო ხშირად იღებდა მუქარებს, თუმცა ოჯახი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. Melisa ცდილობდა ყველაფერი ნორმალურად წარმოეჩინა და შვილს სიმართლეს უმალავდა.
ერთ საღამოს ოჯახი სახლში დაბრუნდა და შენიშნეს, რომ სახლი უკვე დაკვირვების ქვეშ იყო. რამდენიმე დღის შემდეგ Melisa გაუჩინარდა. ოფიციალურად საქმე გაუჩინარებად ჩაითვალა, თუმცა გამოძიება ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა. Ron Ensford ცდილობდა საკუთარი კავშირების გამოყენებით სიმართლის დადგენას, თუმცა უშედეგოდ.
რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქის განაპირას იპოვეს Melisa-ის ცხედარი. არ არსებობდა მოწმეები, არ არსებობდა მყარი მტკიცებულებები. საქმე მალევე „გაუხსნელ საქმედ“ გადაიქცა.
ამ მოვლენამ Ron Ensford გატეხა. იგი ჯანმრთელობის მხრივ სწრაფად გაუარესდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა. James დარჩა სრულიად მარტო — სახელმწიფოსგან უყურადღებოდ, სისტემის მიმართ ღრმა უნდობლობით.
ამ დღიდან მისთვის კანონი აღარ იყო სამართლიანობის სიმბოლო. James-ში კანონისადმი უნდობლობა ჩამოყალიბდა.
გამომძიებლად მუშაობისას James მკვლელების კვალს დაადგა. მან დეტალურად შეისწავლა ყველა შესაძლო კრიმინალური დაჯგუფება, გაიგო მათი გეგმები, შეაფასა ადგილსამყოფელი და დაამუშავა ინფორმაცია. ბოლოს, სამი ძირითადი დამნაშავე გააკონტროლა, საჭიროების შემთხვევაში სასტიკი მეთოდებიც გამოიყენა და ყველა პასუხისმგებელი პირი აღმოაჩინა.
შურისძიებამ მას სიძლიერე შესძინა, მაგრამ ასევე სასტიკი ხასიათი ჩამოუყალიბა: ძალადობა, ქრთამის აღება, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა მის საქმიანობაში უმთავრესია.


James Ensford დღესაც Los Santos-ში პოლიციაშია. იგი უხეშად ეპყრობა პატიმრებს, ქრთამს იღებს, კრიმინალურ კავშირებს ინარჩუნებს და საჭიროების შემთხვევაში არალეგალურ მეთოდებს იყენებს მიღებული გამოცდილება დღესაც აისახება მის მეთოდებში — ნებისმიერ დამნაშავეს თავის წესებით აყენებს პასუხისმგებლობის წინაშე.


რეზულტატი:

1. ქრთამის აღება. (მარტო ან ბედების გარემოცვაში)

2. უხეში საუბრისა და მოპყრობის უფლება (წესების და ნორმების დაცვით) (მარტო ან ბედების გარემოცვაში)

3. არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება/ჩადება

4კრიმინალთან კავშირი

5.ადამიანის გატაცება სერვერის წესების დაცვით (მარტო ან ბედების გარემოცვაში)

6.ტყუილის გამოყენება IC სიტუაციის სხვანაირად წაყვანისთვის/თავის დასაძვრენად
 
Back
Top