| სახელი (IRL) : | ლუკა |
| ასაკი: | 23 |
| Discord: | calypso1961 |
| Discord ID: | Calypso#1961 |
| #UID 1 | პასუხი |
| #UID 2 | პასუხი |
| #UID 3 | პასუხი |
| დღიური საშუალო Online | 6-7 |
კითხვები
1. შენი აზრით, რას ნიშნავს იყო ადმინისტრატორი RolePlay სერვერზე — რა არის მისი რეალური როლი?
ადმინისტრატორად ყოფნა ნიშნავს რომ იღებ პასუხისმგებლობას სამართლიანობაზე, პასუხისმგებლობასა და ხარისხის კონტროლზე. ადმინისტრატორის უპირველესი ვალდებულებაა თავისი რესურსის გამოყენებით დაეხმაროს სერვერს პროგრესსში, უზრუნველყოს სასიამოვნო და ობიექტური სათამაშო გარემო, იყოს დახმარების პირველი წყარო მოთამაშეებისათვის.
2. რატომ ფიქრობ, რომ ადმინისტრატორის სტატუსი არ ნიშნავს ძალაუფლებას მოთამაშეებზე? ეთანხმები ამ მოსაზრებას თუ არა?
რა თქმა უნდა ვეთანხმები. ადმინისტრატორის "ძალაუფლება" არ არის მისი იმუნიტეტი და არც პრივილეგია. მისი "ძალაუფლება" მდგომარეობს მის დამატებით უფლებებსა და სტატუსში, რომელიც არ ხდის მას რიგით მოთამაშეზე გავლენიანს ან პრივილეგირებულს. ადმინისტრატორი ზემოთხსენებული უფლებების გამოყენებით ემსახურება სერვერსა და მოთამაშეებს და არ იყენებს მათ ვინმეზე ან რაიმეზე ზეგავლენის მოსახდენად.
3. რა არის ადმინისტრატორის ძალაუფლების ყველაზე დიდი საფრთხე პრაქტიკაში?
სუბიექტურობა, არასამართლიანობა, "ნეპოტიზმი", ეს არის ის პრაქტიკები, სადაც ადმინისტრატორი კონკრეტულ სიტუაციას/ებს განარჩევს თავისი შეხედულებებით, თავისი დაუწერელი კანონებით, უპირატესობას ანიჭებს თავისი ნაცნობის მხარეს, ობიექტურად არ განიხილავს მომხდარს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არასამართლიანად, სადაც მეორე მხარე რჩება უთანასწორობასა და არასამართლიანობაში.
4. წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც წესის შესრულება ეწინააღმდეგება შენს ემოციას ან პირად აზრს. როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას ასეთ დროს?
ადმინისტრატორი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ემოციური ინტელექტით. ის უნდა ახერხებდეს მოთამაშეების ემოციების სწორად მიღებასა და განსჯას. დაუშვებელია სიტუაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირად აზრსა და ემოციებზე დაყრდნობით, ვინაიდან ამ დროს ირღვევა ობიექტურობა, შესაბამისად, ისეთ სიტუაციებში, სადაც ადმინისტრატორზე ზეგავლენას ახდენს თავისი ან გარშემომყოფების ემოციები, აუცილებელია, იხელმძღვანელოს სერვერზე არსებული წესებით და მათზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო თავისი პირადი აზრი მეორეხარისხოვნად აქციოს.
5. თუ მიხვდი, რომ შეცდომა დაუშვი ადმინისტრატორის როლში — რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი?
უპირველესყოვლისა, გავაანალიზებდი შეცდომის ხარისხს. თუ შეცდომა კრიტიკულია დაუყოვნებლივ ვაცნობებდი მაღალ რანკს, რათა დროულად მოხდეს მომხდარის განეიტრალება. თუ შეცდომა მოიცავს არასწორი ინფორმაციის მიწოდებას მოთამაშეზე, სიტუაციის არასწორად განსჯას ან არასწორი გადაწყვეტილების მიღებას, პირველ რიგში გამოვასწორებდი შეცდომას, შემდეგ კი ვაცნობებდი ადრესატს ("დაზარალებულ" მოთამაშეს), ავუხსნიდი სიტუაციას, ბოდიშს მოვუხდიდი გაუგებრობისათვის. ამ ყველაფრის შემდეგ კი მივიღებდი წინასწარ ზომებს, რათა მომეხდინა მსგავსი შეცდომების პრევენცია სამომავლოდ.
6. დაასახელე ქმედება, რომელსაც არასდროს გააკეთებდი ადმინისტრატორის პოზიციაზე, თუნდაც ამის სრული შესაძლებლობა გქონდეს.
ადმინისტრატორის პოზიციიდან არასოდეს არ გამოვიყენებდი ჩემს "ძალაუფლებას" პირადი ინტერესის ან სარგებლის მისაღებად, ვინაიდან და რადგანაც ეს ყოველივე ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს. დაუშვებელია ადმინს სძლიოს ეგოიზმმა, სუბიექტურობამ ან კიდევაც ამპარტავნობამ.
7. შენი სიტყვებით: რას ნიშნავს ხარისხიანი RolePlay და რა განასხვავებს მას უბრალო თამაშისგან?
როლური თამაში არის რადიკალურად განსხვავებული სტილი, რომელიც არ ჰგავს უბრალო თამაშს. როლური თამაშისას შენ ირჩევ შენს პერსონაჟს, მის ბიოგრაფიას, მის თვისებებს და ასე შემდეგ, შემდეგ კი ირგებ შენივე პერსონაჟის როლს და გადადიხარ როლურ სამყაროში, სადაც შენი ყოველივე სიტყვა, აზრი და ქმედება პირდაპირპროპორციულია შენს პერსონაჟთან. როლური თამაშისას აუცილებელია თქვენი პერსონაჟი დარჩეს რეალობის ფარგლებში, ასევე თქვენი ყოველი გადაწყვეტილება უნდა იქნეს განხილული არა თქვენი, არამედ თქვენივე პერსონაჟის პერსპექტივიდან.
8. მოთამაშე გწერს რეპორტში მკაცრი ტონით, გაღიზიანებულია და კონფლიქტურად გესაუბრება. როგორ იწყებ კომუნიკაციას?
პირველრიგში შევეცდები სიტუაციის ემოციურად დასტაბილურებას. ამისათვის მოთამაშესთან დიალოგში შევალ მშვიდი და გაწონასწორებული ტონით. მოვუსმენ მის პრობლემას. მას შემდეგ რაც მოთამაშე მკაფიოდ დაახასიათებს ხარვეზს, რომელსაც გადააწყდა და რამაც გააღიზიანა, დაუყოვნებლივ მივმართავ გზებს, რათა დროულად გადავჭრა ზემოთხსენებული. პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ კი დავრწმუნდები, რომ მოთამაშე ემოციურად უკეთესად არის განწყობილი.
9. როგორ ფიქრობ, რა არის სწორი ბალანსი სიმკაცრესა და ადამიანურ მიდგომას შორის ადმინისტრაციაში?
ადმინისტრატორის ორი უმთავრესი ვალდებულება არის ობიექტურად აღასრულოს თავისი ვალდებულება და გამოხატოს პატივისცემის, თანაგრძნობისა და გაგების უნარი მოთამაშეების მიმართ. ამ ორს შორის სწორი ბალანსის დასამყარებლად, ადმინისტრატორს უნდა შეეძლოს სიტუაციის სწორად გაანალიზება. თუ სიტუაცია მოითხოვს სიმკაცრეს, ის ჩარჩოებს შიგნით უნდა მოქმედებდეს სიმკაცრით, მაგრამ არა პირადი ნიშნის მოგებით. სიმკაცრე არ უნდა გადაიზარდოს უფლებების გადაჭარბებაში ან არასამართლიანობაში. ასევე აუცილებელია ყოველთვის ახსოვდეს, რომ ყოველი პერსონაჟის უკან იმყოფება ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მხოლოდ გასართობად არის შემოსული და კარგი დროის გასატარებლად. სწორედ აქედან გამომდინარე, ადმინისტრატორს უნდა შეეძლოს მიმტევებლობა, თანაგრძნობა და არ უნდა მიისწრაფოდეს მხოლოდ ვინმეს დასჯისაკენ, არამედ სათამაშო გარემოს განვითარებისაკენ.
10. რატომ გადაწყვიტე Junior Administrator-ზე განაცხადის გაკეთება სწორედ ახლა და არა მომავალში?
ვინაიდან და რადგანაც სერვერი ახალ გახსნილია, ჩემი აზრით ის საჭიროებს მეტ რესურს ადმინისტრაციის მხრიდან, რათა სწორად დაიწყოს სათამაშო გარემოს ჩამოყალიბება, მისი განვითარება და სრულყოფა. ასევე მეტ ყურადღებას საჭიროებს მოთამაშეები, რადგან მათ ხშირად სჭირდებათ არა მარტო თამაშშიდა, არამედ თამაშგარე საკითხთან დახმარებები. სწორედ ამიტომ მსურს, რომ სერვერის საწყის ფაზაშივე ჩავდო ჩემი კონტრიბუცია სერვერის განვითარებისათვის.
11. დაასახელე:
— შენი მთავარი ძლიერი მხარე, რომელიც დაგეხმარება ადმინისტრატორის საქმიანობაში;
ჩემი მთავარი ძლიერი მხარე არის როლური თამაშის/სამყაროს სრულფასოვნად ცოდნა, რომელიც მეხმარება ადმინისტრატორის ვალდებულებების შესრულებაში. ასევე პასუხისმგებლიანობა, ობიექტურობა და მაღალი ემოციური ინტელექტი.
— და ერთი სუსტი მხარე, რომელზეც მუშაობა დაგჭირდება.
ზოგიერთ სიტუაციაში ზედმეტ ყურადღებას ვუთმობ დეტალებს, რაც წელავს სიტუაციის მოგვარების დროს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები იშვიათია.
12. გაქვთ თუ არა ადმინისტრატორობის გამოცდილება
დიახ, მაქვს.
12. გაქვთ თუ არა გამოცდილება C/D.Curator ის შესაბამისი და გსურტ ამ პოზიციის დაკავება, თუ კი მაშინ დააკონკრეტეთ რომლის:
დიახ, მაქვს კრაიმის მიმართულებით. ამ შემთხვევაში თუ შესაძლებლობა მომეცემა ვისურვებდი გოვერმენთის მიმართულებით.