დადასტურებულია ვაკანსია Administrator - ზე / Layss Crossford

Status
Not open for further replies.

Laysss

New member
Joined
Jan 24, 2026
Messages
6
ზოგადი ინფორმაცია


სახელი (IRL) :გიორგი
ასაკი:19
Discord:rflxive
Discord ID:783657027754131476
#UID 1პასუხი
#UID 2პასუხი
#UID 3პასუხი
დღიური საშუალო Online5-6
თუ არ იცით როგორ იპოვოთ Discord ID, დაგუგლეთ


კითხვები

1. შენი აზრით, რას ნიშნავს იყო ადმინისტრატორი RolePlay სერვერზე — რა არის მისი რეალური როლი?
[პასუხი]

2.
რატომ ფიქრობ, რომ ადმინისტრატორის სტატუსი არ ნიშნავს ძალაუფლებას მოთამაშეებზე? ეთანხმები ამ მოსაზრებას თუ არა?
[ვეთანხმები. ადმინისტრატორის სტატუსი არის პასუხისმგებლობა და არა ძალაუფლება. უფლებები გეძლევა იმისთვის, რომ დაიცვა წესები და არა იმისთვის, რომ საკუთარი სურვილებით იმოქმედო ან ვინმეზე ზემოდან უყურო. მოთამაშეები არ არიან ადმინისტრატორის დაქვემდებარებაში — ისინი სერვერის ნაწილი არიან.]

3.
რა არის ადმინისტრატორის ძალაუფლების ყველაზე დიდი საფრთხე პრაქტიკაში?
[ყველაზე დიდი საფრთხეა სუბიექტურობა — როცა ადმინისტრატორი გადაწყვეტილებებს იღებს მეგობრობის, გაღიზიანების ან პირადი სიმპათიების გამო. ეს აზიანებს ნდობას და მთლიან სერვერს.]

4. წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც წესის შესრულება ეწინააღმდეგება შენს ემოციას ან პირად აზრს. როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას ასეთ დროს?
[ასეთ შემთხვევაში ემოციებს გვერდზე გადავდებ და ვიმოქმედებ წესების მიხედვით. ადმინისტრატორი ვალდებულია იყოს ნეიტრალური.]

5. თუ მიხვდი, რომ შეცდომა დაუშვი ადმინისტრატორის როლში — რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი?
[საჭიროების შემთხვევაში მოთამაშეს მოვუხდი ბოდიშს და გამოვასწორებ ჩემს დაშვებულ შეცდომას]

6. დაასახელე ქმედება, რომელსაც არასდროს გააკეთებდი ადმინისტრატორის პოზიციაზე, თუნდაც ამის სრული შესაძლებლობა გქონდეს.
[არასდროს გამოვიყენებ ადმინისტრატორის უფლებებს პირადი ინტერესებისთვის, შურისძიებისთვის ან მეგობრების „დაფარვისთვის“. ასევე არასდროს დავამცირებ მოთამაშეს.]

7. შენი სიტყვებით: რას ნიშნავს ხარისხიანი RolePlay და რა განასხვავებს მას უბრალო თამაშისგან?
[ხარისხიანი RolePlay ნიშნავს რეალისტურ ქცევას, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს და პერსონაჟის როლის შენარჩუნებას. ის განსხვავდება უბრალო თამაშისგან იმით, რომ აქ მთავარი არ არის მოგება ან ქაოსი, არამედ ისტორია, ატმოსფერო და ურთიერთქმედება.]

8. მოთამაშე გწერს რეპორტში მკაცრი ტონით, გაღიზიანებულია და კონფლიქტურად გესაუბრება. როგორ იწყებ კომუნიკაციას?
[ვიწყებ მშვიდი და პატივისცემით სავსე ტონით. ვცდილობ პირველ რიგში დავამშვიდო სიტუაცია და მოვუსმინო მოთამაშეს. კონფლიქტს კონფლიქტით არ ვპასუხობ.]

9. როგორ ფიქრობ, რა არის სწორი ბალანსი სიმკაცრესა და ადამიანურ მიდგომას შორის ადმინისტრაციაში?
[სიმკაცრე საჭიროა წესების დასაცავად, ხოლო ადამიანური მიდგომა — სერვერის ჯანსაღი გარემოსთვის. სწორი ბალანსი არის მაშინ, როცა წესები მკაცრად სრულდება, მაგრამ მოთამაშეს მაინც ადამიანურად და პატივისცემით ეპყრობი.]

10. რატომ გადაწყვიტე Junior Administrator-ზე განაცხადის გაკეთება სწორედ ახლა და არა მომავალში?
[ეხლა იხსნება სერვერი და მინდა წვლილი შევიტანო განვითარებაში]

11. დაასახელე:
— შენი მთავარი ძლიერი მხარე, რომელიც დაგეხმარება ადმინისტრატორის საქმიანობაში;
— და ერთი სუსტი მხარე, რომელზეც მუშაობა დაგჭირდება.


ძლიერი მხარე: მოთმინება და ობიექტური აზროვნება კონფლიქტურ სიტუაციებში.
სუსტი მხარე: ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ გადაწყვეტილებამდე, თუმცა ვმუშაობ, რომ უფრო სწრაფად და დარწმუნებულად ვიმოქმედო.


12. გაქვთ თუ არა ადმინისტრატორობის გამოცდილება
[მაქვს]

12. გაქვთ თუ არა გამოცდილება C/D.Curator ის შესაბამისი და გსურტ ამ პოზიციის დაკავება, თუ კი მაშინ დააკონკრეტეთ რომლის:

მაქვს Chief Curator (State) გამოცდილება

 
მოგესალმებით!
თქვენი აპლიკაცია ადმინისტრატორზე დადასტურებულია
 
Status
Not open for further replies.
Back
Top