ოჯახების ტერიტორიების ომი & Capture წესები
0.1. მოცემულ წესებში შედის: ოჯახების ტერიტორიების ომი, ასევე Capture რეჟიმი.
0.2. ომის დაწყებისას დამცველი მხარე ჩნდება ზონაში და ეძლევა დრო პოზიციის დასაკავებლად; ამ დროის განმავლობაში შემტევები ელოდებიან გარეთ და არ შეუძლიათ გადაადგილება.
0.3. გამარჯვება განისაზღვრება:
- ტაიმერის დასრულებისას ვისაც ჰყავს მეტი მოთამაშე ზონაში — ის იგებს
- ან როდესაც მოწინააღმდეგე სრულად განადგურებულია
- თუ ტაიმერის ბოლოს რაოდენობა თანაბარია — იგებს პირველი მკვლელობა
0.4. რეჟიმი მოქმედებს ოჯახებისთვის/ბანდებისთვის 14:00–00:00 პერიოდში.
0.5. ტერიტორიის აღება ხდება ომის ფუნქციონალით:
- ოჯახისთვის — ოჯახის მართვის მენიუს მეშვეობით
- ბანდისთვის — ბოტთან
0.7. ტელეპორტი ხდება:
- ბანდის ბოტიდან
- ოჯახის ოფისში განთავსებული ხალიჩიდან
1.0. ტერიტორიებზე ომის წესები
1.1. ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ წევრს უნდა ეცვას ერთი და იგივე ტანსაცმელი (მინიმუმ ერთი და იგივე ზედა). | სპეც.ციხე 60'დან - 120 წუთამდე.
შენიშვნა: ფრაქციის ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს ფრაქციის ფერს მინიმუმ 50%-ით.
1.2. აკრძალულია სროლების დროს ნივთების გალუთვა. | სპეც.ციხე 90 წუთი.
1.3. აკრძალულია სიმაღლეების დაკავება ნებისმიერ შემთხვევაში. | სპეც.ციხე 90 წუთი / ტერიტორიის გადაფორმება / ლიდერის გაფრთხილება.
შენიშვნა: ოჯახის ტერიტორიების შემთხვევაში — ომის აკრძალვა 3 დღით.
ახსნა: იგულისხმება ყველა ადგილი, სადაც ასვლას სჭირდება ანიმაცია (კიბეებითაც), ჩაკუზვით გადასვლა და მსგავსი.
1.4. აკრძალულია ბრონის გამოყენება ცეცხლის ქვეშ ყოფნის დროს. | სპეც.ციხე 90 წუთი.
ახსნა: სრულად დაცულ/მოფარებულ ადგილზე დაშვებულია.
1.5. აკრძალულია ჰილის გამოყენება ცეცხლის ქვეშ ყოფნის დროს. | სპეც.ციხე 90 წუთი.
ახსნა: სრულად დაცულ/მოფარებულ ადგილზე დაშვებულია.
1.6. ერთ ადამიანზე ჯამში არ შეიძლება 2-ზე მეტი ბრონის ქონა. | სპეც.ციხე 90 წუთი.
დაზუსტება: ერთი ჩაცმულ მდგომარეობაში, მეორე ინვენტარში.
1.7. თითოეული მონაწილე ვალდებულია შეინახოს ომის სრული ვიდეო 48 საათის განმავლობაში. | BAN 5 დღე + ტერიტორიის გადაფორმება.
ახსნა: ვიდეოს მოთხოვნა ხდება ფორუმიდან ან კრაიმ დისკორდიდან რეპორტის შემთხვევაში; რეპორტის სათაურში უნდა ეწეროს „ვიდეოს მოთხოვნა“ + მოთამაშის სახელი. ვიდეო ითვლება ოფიციალურად მოთხოვნილად ადმინისტრატორის მოთხოვნის შემდეგ.
შენიშვნა: ოჯახის ტერიტორიების შემთხვევაში — ომის აკრძალვა 3 დღით.
შენიშვნა: ვიდეო უნდა იყოს სრული, მონტაჟის გარეშე; მინ. 720p, ორიგინალური ხმით. ჩაწერა უნდა ფარავდეს სრულ დესკტოპს (Nvidia Experience / Radeon Software ან ანალოგი).
1.7.1. აკრძალულია თქვენი სრული ვიდეოს გარეშე სხვას მოთხოვოთ ვიდეო. | მოთხოვნის გაუქმება.
ახსნა: თქვენს ვიდეოში უნდა ჩანდეს მოწინააღმდეგის დარღვევა.
შენიშვნა: აკრძალულია მიზეზი იყოს „მაინტერესებს როგორ მომკლა“ / „საეჭვოდ ისვრის“ და მსგავსი.
1.8. აკრძალულია ტერიტორიის გამიზნულად დაკარგვა. | ლიდერს სიტყვიერი გაფრთხილება.
1.9. ანიმაციებისა და სვლების გამოყენება აკრძალულია. | სპეც.ციხე 90 წუთი + ლიდერს სიტყვიერი გაფრთხილება + კუბის დაბრუნება.
დაზუსტება: აკრძალულია, თუ ანიმაცია/სვლა გამოიყენება ბრძოლის მომენტში.
1.10. აკრძალულია /FPS ქომანდის გამოყენება. | BAN 7'დან – 30 დღემდე + კუბის დაბრუნება.
შენიშვნა: ოჯახის ტერიტორიების შემთხვევაში — ომის აკრძალვა 7 დღით.
1.11. აკრძალულია Q-ით მოფარებული სროლა. | ტერიტორიის უკან დაბრუნება.
შენიშვნა: ოჯახის ტერიტორიების შემთხვევაში — ომის აკრძალვა 7 დღით.
1.12. Texture Packs/Mods/RageMP Bugs/Registration Bugs/Reshade/Crosshair და სხვა, რაც დამატებით სარგებელს იძლევა, უტოლდება მესამე მხარის პროგრამის გამოყენებას. | BAN 15 დღე.
1.13. თუ ვიდეოში ხშირი შეფერხებებია კომპიუტერული რესურსების ნაკლებობის გამო, მოთამაშეს შეიძლება აეკრძალოს კაპტის თამაში.
შენიშვნა: გადაწყვეტილებას იღებს გეტოს ხელმძღვანელი/კურატორის მოადგილე.
1.14. აკრძალულია ასაფეთქებელი საწვავის ავზების გამოყენება/სროლა უპირატესობის მისაღებად (სიტუაციაზე დამოკიდებულებით).
განმარტება: თუ კონკრეტულ წესზე არ წერია სასჯელი, კრაიმ კურატორი/მისი დამხმარე წყვეტს სასჯელის ტიპს და სიმკაცრეს.
1.15. ტერიტორიების ომზე სავალდებულოა მინიმუმ დრესკოდის 50% (მხოლოდ ზედა დაშვებულია).
განმარტება: ეს წესი მოქმედებს მხოლოდ ტერიტორიების ომზე; ომის გარეთ სხვა ქმედებებზე მოქმედებს კრიმინალური ორგანიზაციების შესაბამისი წესები.
1.16. Capt-ზე და ოჯახების ომის დროს შემტევი/დამცველი ვალდებულია შევიდეს ზონაში 6:30 წუთამდე და ეკრძალება ზონის დატოვება ომის დასრულებამდე. | სპეც.ციხე 120 წუთი / განმეორებაზე BAN 7 დღე / კუბის/ბიზნესის დაბრუნება.
გამონაკლისი: 10 წამით შეგიძლიათ დატოვოთ ზონა.
დაზუსტება: ზონაში იგულისხმება წითლად მონიშნული ზონა თავისი რადიუსით.
1.17. აკრძალულია ტრანსფერი: ფრაქციიდან გამოსვლიდან უნდა გავიდეს 24 საათი, სანამ სხვა ფრაქციაში ითამაშებთ Capt-ს. | Capt აკრძალვა 7 დღე / BAN 3 დღე.
1.18. ომის მიმდინარეობისას/დასრულებისას ან ვიდეოს მოთხოვნის განხილვის დროს კრაიმ კურატორს შეუძლია Soft Check-ზე გაუფრთხილებლად გაიყვანოს ნებისმიერი მოთამაშე მაქსიმუმ 48 საათით; ამ პერიოდში მოთამაშეს ეკრძალება კაპტის თამაში. | BLOCK / BAN 30 დღე.
1.19. აკრძალულია ზონის გარედან სროლა და პირიქით ზონის შიგნიდან გარეთ სროლა. | სპეც.ციხე 60 წუთი.
1.20. აკრძალულია სროლა 9:30 წუთამდე. | გაფრთხილება ლიდერს + ტერიტორიის დაბრუნება.
1.21. აკრძალულია ახლო ბრძოლა/კრივით ომის დანიშვნა. | სპეც.ციხე 150 წუთი.
1.22. აკრძალულია Capt-ზე და ოჯახების ტერებზე ინტერიერიდან სროლა. | სპეც.ციხე 60 წუთი / ტერიტორიის დაბრუნება.
1.23. Capture თამაში შესაძლებელია მხოლოდ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი/შაბათი/კვირა.
1.24. აკრძალულია 1 კუბზე/ბიზნესზე დარჩენილმა ფრაქციამ შეუტიოს სხვა ფრაქციებს ან სხვა ფრაქციებმა შეუტიონ ერთ კუბზე/ბიზნესზე დარჩენილ ფრაქციას. | გაფრთხილება ლიდერს / ტერიტორიის უკან დაბრუნება.
1.25. კაპტის დანიშვნა შემტევმა მხარემ უნდა დაწეროს არხში აპინული ფორმატით. | არასწორად დაწერის შემთხვევაში ტერიტორიის უკან დაბრუნება.
1.26. აკრძალულია ფორმატის წაშლა/ედითი. | ტერიტორიის უკან დაბრუნება.
შენიშვნა: მაგალითად “მოჭრილი ფოტო”, Reply ან მოწინააღმდეგის თაგის მოშლა და მსგავსი.
1.27. Capt/Biz War-ის დანიშვნის მომენტიდან გაქვთ 5 წუთი, რომ აღწეროთ Discord-ში #capture არხში შესაბამისი ფორმატით. | ტერიტორიის უკან დაბრუნება.
1.28. გეტოს ადმინისტრატორს აქვს უფლება მოითხოვოს ვიდეო კონკრეტული მოთამაშეებისგან 48 საათის ფარგლებში; თუ მოთამაშე 3 საათში ვერ უზრუნველყოფს ვიდეოს ატვირთვას/წარდგენას, ჩაითვლება, რომ ვიდეო არ არსებობს. | გაფრთხილება ლიდერს + ტერიტორიის უკან დაბრუნება.
1.29. თუ Ghetto კურატორი/მისი შემცვლელი მოითხოვს ყველა მონაწილე მოთამაშის ატკატს, ატკატი უნდა ჩაიგდოს 3 საათში შესაბამის ჩენელში. | გაფრთხილება ლიდერს + ტერიტორიის უკან დაბრუნება.
1.30. Capture List-ში აღწერის დრო არის 25 წუთი. | კუბის დაბრუნება / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: ყოველი კაპტის წინ უნდა აღიწეროს Capture List-ში ფორმატით:
Code:
1/6 ATK (დათაგეთ ვისაც უტევთ)
1/6 DEF (დათაგეთ ვინც გიტევთ)
1.31. Capt-ზე თამაში დასაშვებია მხოლოდ იმ იარაღებით, რისი კრაფტიც შეუძლია უშუალოდ ფრაქციას. | ტერიტორიის დაბრუნება / Capt-Biz აკრძალვა 1 კვირით.
შენიშვნა: კრაიმ კურატორი იტოვებს უფლებას სასჯელის ტიპისა და სიმკაცრის განსაზღვრაზე.
1.32. აკრძალულია Capture'ს დანიშვნა 18:30-დან 20:00-მდე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
1.33. თუ ვიდეოს მოთხოვნისას გამოვლინდა, რომ მომთხოვ მხარეს ვიდეოში უფრო მეტი დარღვევა აქვს, ვიდრე მოსათხოვ მხარეს — მოთხოვნა უარყოფილია.
1.34. ოჯახების ტერიტორიაზე ომის დროს აკრძალულია სახელმწიფო ფრაქციების იარაღების გამოყენება. | სპეც.ციხე 90 წუთი / განმეორებაზე BAN 3 დღე.
გამონაკლისი: Carbine Rifle.
1.35. აკრძალულია ოფისების (Lom Bank / Arcadius) ტერიტორიაზე მოთამაშის დაკავება.
განმარტება: ტერიტორიების ომიდან გამოსვლის შემდეგ მოთამაშეები 2 წუთით არიან OOC; ამ პერიოდში მათი დაკავება აკრძალულია. მოთამაშეს უნდა ჰქონდეს ვიდეო მტკიცებულება, რომ გამოვიდა ოჯახის ტერიტორიიდან და მასზე მოქმედებს 2 წუთიანი წესი.
დაზუსტება: 2 წუთის განმავლობაში მოთამაშეს ეძლევა შესაძლებლობა მოათავსოს არალეგალური იარაღი/ბრონი ავტომობილში; 2 წუთის შემდეგ მოთამაშე კვლავ IC ხდება და მოქმედებს სერვერის ყველა ზოგადი წესი.
შენიშვნა: თუ მოთამაშემ ვერ წარადგინა ვიდეო მტკიცებულება ადმინისტრაციასთან, ადმინისტრატორი ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას და შემდგომ მასზე ჩვეულებრივ ამოქმედდება სერვერის ყველა ზოგადი წესი და ნებადართული გახდება RP სიტუაციის გათამაშება.
1.36. თავდამსხმელ და დაცვის მხარეს ედება კაპტის დასრულებიდან 5 წუთიანი გაყინვა. | ტერიტორიის გადაფორმება.
განმარტება: აღნიშნული გაყინვა მოქმედებს მხოლოდ CAPT'ებზე.
1.37. სავალდებულოა CAPT'ის მოგების შემდეგ გამარჯვებული CAPT'ის დროის აღწერა "CRIME" Discord-ში. | ტერიტორიის გადაფორმება.
მაგალითად: W 10:24
1.38. სავალდებულოა კაპტის მოგებიდან 5 წუთში მოგებული კაპტის აღწერა "CRIME" Discord-ში. | ტერიტორიის გადაფორმება.
Last edited by a moderator: