ზოგადი წესები:
1.1. ტექნიკური შემოწმება ხორციელდება მხოლოდ პროექტის ოფიციალურ Discord სერვერზე Nova RP და შემოწმება ანხორციელებს პირი რომელსაც აქვს Soft Checker-ის როლი სერვერის ადმინისტრატორის თანხლებით. | მკაცრი გაფრთხილება + სასჯელის მოხსნა / პოზიციის დატოვება.
1.1.1. თუ Soft Checker-ს აქვს საკმარისი ვიდეო/ფოტო მასალა, რომელიც ცალსახად ადასტურებს დარღვევას, მას უფლება აქვს შემოწმების გარეშე დააბლოკოს მოთამაშე და დააკისროს შესაბამისი სასჯელი.
1.2. შემოწმების მომენტში როგორც ადმინისტრაცია ისე მოთამაშე ვალდებულია კომუნიკაცია ერთმანეთში წარმათონ თავაზიანად და პატივისცემით. | მკაცრი გაფრთხილება / პოზიციის დატოვება.
1.3. მოთამაშის შემოწმება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მოთამაშის მოქმედება სერვერზე საფუძვლიან ეჭვს აჩენს კონკრეტულ დარღვევებზე.
1.4. Soft Checker'ი ვალდებულია ტექნიკური შემოწმების ვიდეო ფიქსაცია შეინახოს 72 საათის განმავლობაში და წარუდგინოს ის მთავარ ადმინისტრატორს/შემცვლელს მოთხოვნის შემთხვევაში.
შენიშვნა: ტექნიკური შემოწმების ვიდეო ფიქსაციის ისეთი პირისთვის ჩვენება რომელიც არ წარმოადგენს მთავარ ადმინისტრატორს/შემცვლელს გამოიწვევს ტექნიკური შემოწმების პირადი უფლებების დარღვევას და დაისჯება გათვალისწინებული წესით 3.2.
1.5. თუ ტექნიკური შემოწმების დროს მოთამაშეს აღმოაჩნდება უცხო ან საეჭვო ფაილები, ადმინისტრაციას გააჩნია უფლება შემოწმება შეწყვიტოს და მოთამაშის ექაუნთი დაბლოკოს.
მოთამაშის უფლებები და შეზღუდვები:
2.1. მოთამაშეს უფლება აქვს უარი თქვას ტექნიკურ შემოწმებაზე, ასევე არ გახსნას კონკრეტული ფაილი, თუ თვლის, რომ ეს აღვევს მის პირად უფლებებს.
განმარტება: ტექნიკურ შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს მოთამაშის დაბლოკვას 90 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: კონკრეტული ფაილის არ გახსნამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციის საბოლოო გადაწვეტილებაზე.
2.2. Soft Checker'ს და ადმინისტრატორს აკრძალული აქვს მოთამაშის თანხმობის გარეშე გახსნას, მოითხოვოს ან დაათვალიეროს:
- ფირადი ფაილები
- პირადი მიმოწერები
2.3. ადმინისტრატორს და Soft Checker'ს აკრძალული აქვთ მოთამაშეს აიძულონ რაიმე სახის პროგრამული უზრუნველყოფის ან ნებისმიერი ფაილის გადმოწერა. | პოზიციის დატოვება.
უსაფრთხოება და კონფიდენციალობა:
3.1. Soft Checker'ს და ადმინისტრატორს აკრძალული აქვთ შემოწმების მომენტში მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის/მონაცემების გავრცელება იმ პირებზე, რმლებიც არ არიან პროექტის ადმინისტრატორები. | პოზიციის დატოვება + შავი სია.
3.2. ტექნიკური შემოწმების დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი პროგრამები:
- Timeless
- Nirsoft პროგრამები
- Process Hacker
- SysInfo
- Clumsy
- TriggerBot
- ნებისმიერი Cheat Menu
- ნებისმიერი არალეგალური რედუქსი
- ნებისმიერი სახის Cleaner/Spoofer
- Timeless.gg ,
- Nirsoft პროგრამები, Process Hacker, SysInfo