თამაშის ზონები
1.0 სერვერზე მოქმედებს ზონების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს რა ტიპის ქმედებებია დაშვებული კონკრეტულ ტერიტორიებზე.
1.0.1 ზონები იყოფა შემდეგნაირად:
- მწვანე ზონა — მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, სადაც არის კამერები, დაცვა და ხშირად იმყოფებიან სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები.
- წითელი ზონა — საშიში უბანი/გეტო, კრიმინალური დაჯგუფებების თავშეყრის ადგილი, სადაც ხშირია არალეგალური აქტივობა.
განმარტება: ძარცვა/გატაცების დროს ნიღბის ტარება სავალდებულოა.
გამონაკლისი: წითელი ზონა (გეტო) — ნიღაბი სავალდებულო არ არის.
შენიშვნა: აკრძალულია ძარცვა/გატაცება მწვანე ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სახლთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, და ნებისმიერი კრიმინალური სინდიკატის რესპზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე.
1.1 მწვანე ზონა
1.1.1 მწვანე ზონა არის ტერიტორია, სადაც აკრძალულია ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება. მოქმედებს სერვერის ყველა საერთო წესი და ამ ზონის წესების დაცვა სავალდებულოა.1.1.2 მწვანე ზონად ითვლება ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია.
1.2 აკრძალულია სროლა ან ჩხუბი მოთამაშეების მიმართ. | სპეც.ციხე 60 წუთი / გაფრთხილება
გამონაკლისი: ძალოვან სტრუქტურებს შეუძლიათ გახსნან ცეცხლი მხოლოდ მყარი IC მიზეზით.
1.3 აკრძალულია არალეგალური ნივთებით ვაჭრობა. | სპეც.ციხე 60 წუთი
მაგალითი: იარაღი / ნარკოტიკი / ნიღბები / ბრონიჟილეტები / ტყვიები.
გამონაკლისი: ნარკოტიკის გაყიდვა ნებადართულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი RP გათამაშებებით.
განმარტება: აკრძალულია გატაცებული პირის მწვანე ზონაში შეყვანა.
1.4 აკრძალულია მწვანე ზონაში შესვლა დევნის დროს, როგორც თავის შეფარება. | სპეც.ციხე 60 წუთი + გაფრთხილება
განმარტება: როდესაც მოგზდევთ LSPD/FIB/ARMY ან კრიმინალური ფრაქცია, მწვანე ზონაში შესვლა ჩაითვლება წესის დარღვევად.
1.5 აკრძალულია მწვანე ზონაში გატაცება და გაძარცვა. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება
შენიშვნა: მწვანე ზონაში ძარცვა/გატაცების შემთხვევაში სასჯელი გავრცელდება დანაშაულში მონაწილე ყველა მოთამაშეზე.
1.6 თუ მოთამაშე იმყოფება მწვანე ზონაში, ხოლო თქვენ — არა, მის მიმართ ნებისმიერი აკრძალული კრიმინალური ქმედება მაინც ჩაითვლება მწვანე ზონის დარღვევად.
მაგალითი: მოთამაშე არის ტანსაცმლის მაღაზიაში (მწვანე ზონა), თქვენ გარეთ ხართ — აკრძალულია მის მიმართ ქმედება, რაც მწვანე ზონაში იკრძალება.
1.7 აკრძალულია მწვანე ზონაში მუსიკის ან გარე პროგრამების ჩართვა ხმების გამოსაყენებლად. | MUTE 30'დან - 60 წუთამდე.
1.8 აკრძალულია ნებისმიერი RP სიტუაციიდან გაქცევა და მწვანე ზონაში თავის შეფარება. | სპეც.ციხე 90 წუთი + გაფრთხილება
1.9 აკრძალულია მწვანე ზონაში პროვოკაციული ქმედებები სროლის/მკვლელობის გამოწვევის მიზნით (დაბეითება). | სპეც.ციხე 90 წუთი
1.10 აკრძალულია მოთამაშის მწვანე ზონიდან გაყვანა ნებისმიერი RP ქმედების განსახორციელებლად (გატაცება/ძარცვა/დაშინება და ა.შ.). | სპეც.ციხე 60 წუთი
1.11 მწვანე ზონებად ითვლება:
- მერია
- FIB
- NEWS
- LSPD
- EMS
- სამუშაო ადგილების დაწყების ტერიტორიები
- ნიღბების მაღაზია
- ტანსაცმლის მაღაზიები
- იარაღის მაღაზიები
- ბანკები
- 24/7 მაღაზიები
- ბენზინგასამართ სადგურები
- ტატუ სალონები
- პარკინგი
- ავტოსალონები
- დავალებების შესრულების ადგილები
- საქირაო ადგილები
- ამფითეატრი
- კაზინო
- სათევზაო არეა
- ბანკომატები
- საქორწინო ადგილი
- ბარები (გამონაკლისი Vanilla Unicorn — რუკა არ არის განახლებული)
- ავტომომსახურება
- ბაზარი
- სალონი (ბარბერი)
2.1 წითელი ზონა
2.1.1 წითელ ზონაში დაშვებულია კრიმინალური ქმედებები ნიღბის გარეშე, სერვერის საერთო წესების გათვალისწინებით.2.1.2 წითელ ზონაში აკრძალულია DM (IC მიზეზის გარეშე ზიანის მიყენება/მკვლელობა). | DM
2.2 წითელ ზონებად ითვლება:
- საშიში რაიონი (გეტო)
- ბრონიჟილეტების საბრძოლო ტერიტორია
- ბანდების ტერიტორიები
- არაოფიცუალური ორგანიზაციების ტერიტორიები
რუკა მალე...
შენიშვნა: რუკა წარმოდგენილია ვიზუალური აღქმის გასამარტივებლად. შესაძლოა ზოგი ადგილი რუკაზე არ იყოს მონიშნული, ამიტომ პირველ რიგში დაეყრდენით ფუნქციურ მწვანე ზონებს და ზემოაღნიშნულ წესებს.
Last edited by a moderator: