სერვერის წესები ლიდერის წესები

ლიდერის წესები

1.0. კურატორთან ურთიერთობა.​

1.0.1. ლიდერს უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი და კორექტული ურთიერთობა თავისი ფრაქციის კურატორთან.
1.0.2. ფრაქციასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს კურატორთან და მთავარ კურატორთან.



1.1. ზოგადი წესები.​

1.1.1. აკრძალულია ფრაქციის რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენება (ბალანსი, მატერიალები და სხვა). | მკაცრი გაფრთხილება / მოხსნა
1.2.
ლიდერი იკავებს პოზიციას მინიმუმ 30 დღით.
განმარტება: თუ ლიდერი დატოვებს პოსტს 30 დღეზე ნაკლებში ან ვერ გაუმკლავდება მოვალეობებს. | BAN 31 დღე + ლიდერობის შავი სია
შენიშვნა: აკრძალულია ისეთი RP სიტუაციის მიზანმიმართულად გათამაშება, რომელიც ლიდერს აიძულებს პოსტის დატოვებას. | BLOCK 60 დღე + სამუდამო ლიდერობის შავი სია
1.3.
კურატორის გადაწყვეტილებით ლიდერს, ვადის ამოწურვის შემდეგ, შეუძლია გაიხანგრძლივოს ლიდერობა კიდევ 1 თვით.
1.4. ლიდერის შემცვლელების მაქსიმალური რაოდენობა:
  • კრიმინალური ორგანიზაცია — 3 შემცვლელი
  • სახელმწიფო ორგანიზაცია — 2 შემცვლელი
  • გუბერნატორი — 1 შემცვლელი

1.5. ლიდერი პასუხისმგებელია ფრაქციის წევრების საერთო დისციპლინაზე და წესრიგზე. | კურატორის გადაწყვეტილებით
1.6.
ლიდერი ვალდებულია დაიცვას სერვერის ყველა წესი. | 1 მკაცრი გაფრთხილება
განმარტება: თუ ლიდერი არღვევს წესებს მე-2 ან მე-3 პერსონაჟითაც კი, სანქცია ავტომატურად ფიქსირდება ლიდერის ექაუნთზე.
განმარტება:
ლიდერის შემცვლელის მიერ წესების დარღვევა. | 1 სიტყვიერი გაფრთხილება
1.7.
3 გაფრთხილებაზე ლიდერი იხსნება პოსტიდან (სახელმწიფო/კრაიმი). | 2 სიტყვიერი გაფრთხილება = 1 გაფრთხილება
1.8.
გაფრთხილების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ყოველ 7 დღეში ერთხელ. | კურატორის გადაწყვეტილებით
1.8.1.
გაფრთხილების მოხსნა შესაძლებელია ასევე ფრაქციის აქტიურობით და მასიური RP ღონისძიებების ჩატარებით. | კურატორის გადაწყვეტილებით
1.9.
ფრაქციის წევრების მასიური დარღვევის შემთხვევაში ლიდერი იღებს 1 მკაცრ გაფრთხილებას.
მითითება:
  • კრიმინალური ორგანიზაცია — მინიმუმ 4 წევრის დარღვევა
  • სახელმწიფო სტრუქტურა — მინიმუმ 3 წევრის დარღვევა


1.10. თუ ლიდერი ტოვებს პოსტს 1.2 პუნქტის სასჯელით, ამნისტია არ მოქმედებს.
1.11. აკრძალულია ლიდერობის სხვა პირისთვის გადაბარება. | მოხსნა პოსტიდან
1.12.
ლიდერის შემცვლელის დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ლიდერს. | მკაცრი გაფრთხილება
1.13.
ლიდერს ეკრძალება სხვა GTA 5 RP პროექტზე თამაში. | მოხსნა პოსტიდან (იხ. 1.2)



2.0. ლიდერის ვალდებულებები.​

2.1. ლიდერი ვალდებულია გააკონტროლოს ფრაქციის ფორუმი და Discord (მოდერაცია/წესრიგი). | კურატორის გადაწყვეტილებით
2.2.
ლიდერის მინიმალური ონლაინი უნდა შეადგენდეს დღეში მინიმუმ 3 საათს. | კურატორის გადაწყვეტილებით
2.3.
ლიდერი ვალდებულია შიდა კონფლიქტები დროულად მოაგვაროს და არ დაუშვას ფრაქციის დესტაბილიზაცია. | კურატორის გადაწყვეტილებით
2.4.
ლიდერი ვალდებულია შეასრულოს კურატორის მოთხოვნები და თანამშრომლობით მართოს ფრაქცია. | კურატორის გადაწყვეტილებით



3.0. თანხის მოხსნის / შეტანის ზოგადი წესები.

ორგანიზაციის ლიდერი ვალდებულია თანხის გამოტანისას / შეტანისას დაიცვას შემდეგი პრინციპები:

3.1. ნებადართულია ორგანიზაციიდან თანხის მოხსნა:
  • პრემიის გაცემის მიზნით.
  • ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
  • ხარკის ან ზავის საფასურის დასაფარად (მხოლოდ კრიმინალებისთვის).
3.2. აკრძალულია ორგანიზაციიდან თანხის მოხსნა:
  • პირადი მიზნებისთვის.
  • აზარტული თამაშების სათამაშოდ.
3.3. ყოველი თეთრი, რომელიც შედის ან გადის ორგანიზაციის ბალანსიდან, უნდა იყოს აღრიცხული Discord-ის შესაბამის არხში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება:
აღწერა უნდა მოხდეს Discord-ში "ბიუჯეტის-აღწერის" არხში.
3.4. ლიდერი ვალდებულია, რომ აწარმოოს "ფინანსური აღწერები" Discord-ის შესაბამის არხში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება:
აღწერა უნდა მოხდეს Discord-ში "ბიუჯეტის-აღწერის" არხში.
3.5. აკრძალულია ორგანიზაციიდან თანხის გამოტანა ფრაქციის კურატორის, მთავარი კურატორის/შემცვლელის დასტურის გარეშე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.

Code:
1. სახელი/გვარი:
2. ორგანიზაცია:
3. ქმედება: (მოხსნა / შეტანა)
4. თანხა:
5. მიზეზი:
6. ბალანსზე დარჩენილი თანხა:
7. დამადასტურებელი საბუთი:


4.0. პრემიის გაცემის ზოგადი წესები.

ორგანიზაციის ლიდერი ვალდებულია პრემიების გაცემისას დაიცვას შემდეგი პრინციპები:

4.1. ლიდერი ვალდებულია, რომ ყოველი გაცემული პრემია დააფიქსიროს სპეციალურ Discord არხში (Channel-ში), სადაც მითითებული იქნება: პრემიის მიმღები, თანხის რაოდენობა და მიზეზი. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება:
აღწერა უნდა მოხდეს Discord-ში "ბიუჯეტის-აღწერის" არხში.
4.2. პრემია გაიცემა მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც კვირის განმავლობაში გამოიჩინეს თავი აქტივობებით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება:
აქტივობებში იგულისხმება RP სიტუაციებში მონაწილეობის მიღება, მისიების შესრულება და სხვა.
4.3. პრემიები გაიცემა მხოლოდ ორგანიზაციის ბალანსიდან. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება:
აკრძალულია პირადი თანხით "პრემიების" დარიგება.
4.4. პრემიის ტიპები და ლიმიტები:
  • კვირის საუკეთესო თანამშრომელი. | 200.000$
  • სპეც-ოპერაცია. | 80.000$ (თითო მოთამაშეს).
  • ღამის მორიგე. | 60.000$
  • RP სიტუაციებში მონაწილეობის მიღება. | 70.000$
  • მისიების შესრულება. | 100.000$'დან - 150.000$'მდე.
  • ლიდერის პრემია. | 600.000$
  • ლიდერის შემცვლელის პრემია. | 300.000$
4.5. აკრძალულია პრემიის გაცემა მეგობრობის, ძმაკაცობის და პეტოტიზმის ნიადაგზე. სავალდებულოა, რომ მოთამაშეს ქონდეს შესაბამისი აქტივობა დაფიქსირებული. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
4.6.
ნებადართულია პრემიის გაცემა ერთ მოთამაშეზე კვირაში 2-ჯერ. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ლიდერი/ლიდერის შემცვლელი პრემიას იღებს კვირაში ერთხელ.
4.7. აკრძალულია პრემიის გაცემა მოთამაშეზე, რომელიც ორგანიზაციაში იმყოფება 3 დღეზე ნაკლები ვადით. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
4.8.
აკრძალულია 150.000$-ზე მეტი ერთჯერადი პრემიის გაცემა ფრაქციის კურატორის, მთავარი კურატორის/შემცვლელის დასტურის გარეშე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
4.9.
აკრძალულია ერთ მოთამაშეზე 200.000$-ზე მეტი პრემიის გაცემა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი:
ლიდერი/ლიდერის შემცვლელი.

Code:
1. სახელი/გვარი:
2. თანამშრომლის სახელი/გვარი:
3. თანხის ოდენობა:
4. მიზეზი:
5. თარიღი:
 
Last edited by a moderator:
Back
Top